საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







სავალდებულო განგრძობითი სწავლება


ინფორმაცია  (შეხსენება) 2021 წლის სავალდებულო განგრძობითი

სწავლების შესახებ

აუდიტორთა რეესტრში რეგისტრირებულ პირებს, რომლებსაც მიმდინარე პერიოდამდე არ გაუვლიათ რეგისტრაცია სავალდებულო განგრძობითი სწავლების სემინარებზე ან/და ესაჭიროებათ გაცდენილი საათების აღდგენა, შევახსენებთ ჩასატარებელი სემინარების გრაფიკს. აგრეთვე განვმარტავთ, რომ 1 ნოემბრის შემდეგ ბაფში 2021 წლის განგრძობითი სწავლების სემინარები არ ჩატარდება.

ჩასატარებელი (დარჩენილი) სემინარების განრიგი:

IV ჯგ - 18.10.2021-29.10.2021

V ჯგ - 18.10.2021-29.10.2021

VI ჯგ - 01.11.2021-12.11.2021

VII ჯგ - 01.11.2021-12.11.2021

ლექციების დაწყების დრო 18.00 საათი;

სემინარის საფასური 354 ლარი (დღგ-ს ჩათვლით);

გადახდა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშზე სს „თიბისი” ბანკი - კოდი: TBCBGE 22; ა/ა GE83TB0600000000700665

ჯგუფებში რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/dgMt2SB1TeV4YpmYA

რეგისტრაციისათვის საჭიროა:  შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და გადახდის დამადასტურებელი საბუთი გადმოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე   baf@baf.ge

სემინარები წარიმართება „ZOOM” აპლიკაციის საშუალებით, ყველა მონაწილეს წინასწარ გაეგზავნება კოდი და ბმული, რომლის საშუალებითაც შეძლებენ ლექციაზე დისტანციურ დასწრებას. დასწრება შეიზღუდება და მხოლოდ რეგისტრირებული მონაწილეები და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები იქნებიან დაშვებული. ყველა მონაწილე ვალდებული იქნება რომ თავის სახელი და გვარით მოახდინოს მომხმარებლის  რეგისტრაცია და სალექციო კურსის მსვლელობის დროს ჩართული ჰქონდეს კამერა.  სხვა შემთხვევაში დასწრება არ ჩაეთვლება.

 “Zoom” აპლიკაციის საშუალებით, ყველა მონაწილის დასწრება აღირიცხება წუთობრივად:  შეხვედრაზე დისტანციურად ჩართვიდან - გამოსვლამდე.  ტექნიკური ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, ორჯერ შემოსული ერთი და იგივე მომხმარებელი, დასწრების სიაში აღირიცხება ორჯერ, მაგრამ მისი დასწრების საათები  ჯამურად უნდა დაედაროს კურსის მთლიან ხანგრძლივობას.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დარეკოთ ბაფში:

235 67 56; 235 43 97; 593 309 802  (შორენა გამიაშვილი)

ბაფის განათლების კომიტეტი

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge