|
ბაფ-ის წევრად მიღების, წევრობის
შეჩერებისა და შეწყვეტის (გარიცხვის)
წ ე ს ი
1.ბაფ-ის წევრობა ინდივიდუალურია.
2.ბაფ-ს შეიძლება ჰყავდეს ასოცირებული, ნამდვილი და საპატიო წევრები.
წევრად მიღება
3.ბაფ-ის ასოცირებული წევრები შეიძლება გახდნენ უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლების მქონე, მომუშავე პირები ან პირები რომელთაც გავლილი აქვთ ბუღალტრული აღრიცხვისა და ან აუდიტის მოსამზადებელი კურსები და მოღვაწეობენ ბუღალტრული აღრიცხვის ან აუდიტის სფეროში.
3.1.ბაფ-ის ასოცირებული წევრობის კანდიდატები (შემდგომში `კანდიდატები~) გადიან შემდეგ პროცედურებს:
3.1.1.ბაფ-ის გამგეობას მიმართავენ განცხადებით გაწევრიანების შესახებ;
3.1.2.ავსებენ ანკეტას და ფოტოსურათთან ერთად წარმოადგენენ საწევრო კომიტეტში;
3.1.3.აღიარებენ ბაფ-ის წესდებას და წინამდებარე წესებს, რასაც ადასტურებენ შესაბამის დოკუმენტზე (თან ერთვის) ხელის მოწერით;
3.1.4.იხდიან გაწევრიანების მოსაკრებელს და ერთი თვის საწევრო შენატანის თანხას, თუ განცხადების თარიღი 20 რიცხვს არ აღემატება. გაწევრიანებისა და საწევრო გადასახადის თანხის ოდენობა დგინდება ბაფ-ის გამგეობის მიერ;
3.2.ზემოთ აღნიშნული პროცედურების გავლისა და დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ საწევრო კომიტეტი განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის ბაფ-ის ასოცირებული წევრად მიღების შესახებ. კომიტეტის გადაწყვეტილებას ამტკიცებს ბაფ-ის გამგეობა;
3.3.რეგიონებში ბაფ-ის ასოცირებული წევრების მიღების პროცედურებთან დაკავშირებით, საწევრო კომიტეტის ფუქციები დელეგირებულია ბაფ-ის ფილიალებზე.
3.4.დელეგირებული ფუქციების შესასრულებლად ფილიალებში იქმნება სამ კაციანი საწევრო კომისიები, ქვეკომიტეტის სტატუსით;
3.5.ფილიალები ვალდებულნი არიან საწევრო კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმით წარმოადგინონ ყოველთვიური ინფორმაცია ასოცირებული წევრებისა საწევრო შენატანის შესახებ;
3.6.კანდიდატის ბაფ-ის ასოცირებული წევრად მიღების თარიღად ითვლება საწევრო კომიტეტში მისი განცხადების შემოტანის თარიღი.
4.ბაფ-ის ნამდვილი წევრები შეიძლება გახდნენ მხოლოდ ასოცირებული წევრები, რომელთაც ბაფ-ში გავლილი აქვთ ატესტაცია;
4.1.ატესტაციის გავლის შემდგომ, რაც ოფიციალურად უნდა დაადასტუროს განათლების კომიტეტმა, კანდიდატები მიმართავენ შესაბამისი განცხადებით ბაფ-ის გამგეობას და წარმოადგენენ ბაფ-ის ორი ნამდვილი წევრის რეკომენდაციას;
4.2.ზემოთ აღნიშნული პროცედურების გავლისა და დოკუმეტაციის წარმოდგენის შემდგომ საწევრო კომიტეტი განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის ბაფ-ის ნამდვილ წევრად მიღების შესახებ. კომიტეტის გადაწყვეტილებას ამტკიცებს ბაფ-ის გამგეობა;
4.3.კანდიდატის ბაფ-ის ნამდვილ წევრად მიღების თარიღად ითვლება მისი განცხადების თარიღი.
5.ბაფ-ის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში მომუშავე დამსახურებულ მუშაკები მიიღებიან ბაფ-ის საპატიო წევრებად.
6.ბაფ-ში შესვლისთანავე როგორც ასოცირებულ ისე ნამდვილ წევრს, უფლება აქვს მიიღოს წევრობის დამადასტურებელი მოწმობა. მოწმობა გაიცემა გაწევრიანების მოსაკრებელისა (ასოცირებული წევრებისათვის) და ერთი თვის საწევრო შესატანის შეტანის შემდეგ. წევრობის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, მოწმობა უნდა დაუბრუნდეს ბაფ-ის სამდივნოს მოთხოვნისდაკვალად;
წევრობის შეჩერება და შეწყვეტა (გარიცხვა)
7.ბაფ-დან გასვლა ხდება:
• წევრის პირადი განცხადების საფუძველზე;
• წევრობის შეწყვეტის (გარიცხვის) დროს;
7.1.ბაფ-ის წევრობის შეწყვეტა (გარიცხვა) ხდება შემდეგი მნიშვნელოვანი საფუძვლების არსებობის დროს:
• წესდების დებულებათა მოთხოვნების სისტემატიური შეუსრულებლობა;
• პროფესიული ეთიკის ნორმების დარღვევა;
• ისეთი ქმედების ჩადენა რომელიც დისკრედიტაციაც უწევს ბუღალტრისა და აუდიტორის პროფესიას;
• პროფესიული ჩვევების მუდმივ სრულყოფაზე ბაფ-ის მოთხოვნათა უგულვეყოფა;
• საწევრო შესატანების გადაუხდელობა;
7.2.თუ წევრი საანგარიშო წლის დამთავრებიდან ერთი თვის განმავლობაში არ დაფარავს საწევრო შესატანის დავალიანებას, საწევრო კომიტეტი განიხილავს მის საკითხს, აძლევს გაფრხილებას და უჩერებს წევრობას. საწევრო შესატანის კიდევ ორი თვის განმავლობაში დაუფარველობის შემთხვევაში დგება წევრის ბაფ-დან გარიცხვის (შეწყვეტის) საკითხი;
7.3.განსაკუთრებულ შემთხვევებში საწევრო კომიტეტის გადაწყვეტილებით შეიძლება მოხდეს საწევრო შესატანის გადავადება;
7.4.ბაფ-ის წევრობის შეწყვეტის (გარიცხვის), როგორც საწევრო შესატანის დავალიანების ისე სხვა მიზეზების გამო, იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საწევრო კომიტეტი. კომიტეტს საკითხი დასამტკიცებლად გააქვს ბაფ-ის წევრთა საერთო კრებაზე, რომელიც მიიღეებს საბოლოო გადაწყვეტილებას;
7.5.ბაფ-ის წესდების დებულებების, წინამდებარე წესების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში წევრების მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნას სანქციები გაფრთხილების, საყვედურისა და წევრობის შეწყვეტის (გარიცხვის) ჩათვლით;
7.6.საწევრო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბაფ-ის წევრობის შეწყვეტის (გარიცხვის) კანდიდატებს, ბაფ-ის წევრთა საერთო კრების ჩატარებამდე შეუჩერდებათ ბაფ-ის წევრობა და ჩამოერთმევათ წევრობის დამადასტურებელი მოწმობა;
7.7.პირი, რომელსაც საწევრო კომიტეტის გადაწყვეტილებით შეუჩერდებათ ბაფ-ის წევრობა, უფლებამოსილია ბაფ-ის წევრთა საერთო კრების ჩატარებამდე კომიტეტის გადაწვეტილება გაასაჩივროს ბაფ-ის გამგეობაში;
7.8.ბაფ-დან გარიცხულ წევრს მომავალი ერთი წლის განმავლობაში არა აქვს უფლება ხელმეორედ გაწევრიანდეს ბაფ-ში;
7.9.წევრის გარიცხვის თარიღად ითვლება ბაფ-ის წევრთა საერთო კრების თარიღი.
|