|
განგრძობითი (უწყვეტი – სერტიფიცირების შემდგომი) სწავლება, მნიშვნელოვანი ფაქტორია პროფესიონალი ბუღალტრის კომპეტენციის შესანარჩუნებლად. პროფესიონალი ბუღალტრის განათლების სტანდარტი (გს) 7-ის შესაბამისად ბაფ-ი მოითხოვს, რომ ყველა პროფესიონალმა ბუღალტერმა განივითაროს და შეინარჩუნოს მისი სამუშაო ადგილისა და მოვალეობის შესაფერისი და შესაბამისი კომპეტენტურობა. კომპეტენტურობის განვითარებასა და შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობა აკისრია თითოეულ პროფესიონალ ბუღალტერს. პროფესიული განვითარების გაგრძელების მისაღწევად ბაფი იყენებს ორ მიდგომას. კერძოდ: ა) დასწრებაზე დაფუძნებული მიდგომას _ რომელიც ადგენს სწავლების ღონისძიების განსაზღვრულ მოცულობას. ასეთი მიდგომა განიხილება კომპეტენტურობის სათანადოდ განვითარებისა და შენარჩუნებისათვის საკმარისად; ბ) შედეგზე დაფუძნებული მიდგომას _ რომელიც პროფესიონალი ბუღალტრებისაგან მოითხოვს შედეგის მიხედვით იმის დემონსტრირებას, რომ ისინი ინვითარებენ და ინარჩუნებენ პროფესიულ კომპეტენტურობას;
|