პროფესიონალი ბუღალტრის განათლების სტანდარტები
პროფესიონალი ბუღალტრის განათლების სტანდარტი (გს) 1
პროფესიონალ ბუღალტერთა განათლების პროგრამაში ჩართვისათვის აუცილებელი წინაპირობა
სტანდარტის მიზანი
1. წინამდებარე სტანდარტი ადგენს საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფ) წევრის ბაფ-ის განათლების პროგრამაში ჩართვის პირობებს.
2. სტანდარტის მიზანია უზრუნველყოს იმის გარანტია, რომ პროფესიონალი ბუღალტრობის მსურველ პრეტენდენტებს გააჩნიათ მომზადების ისეთი დონე, რომელიც მათ მისცემს სწავლაში, საკვალიფიკაციო გამოცდასა და პრაქტიკულ გამოცდილებაში წარმატების მიღწევის გონივრულ შესაძლებლობას.
შესავალი
3. პროფესიის ღირსება არსებითად ვერ იქნება შენარჩუნებული და გაუმჯობესებული, თუ პროფესიის შემსწავლელი პირი მომზადებული არ იქნება აუცილებელი წესების შესასრულებლად. ბაფ-ი მოწოდებულია ბუღალტრის პროფესიის შესასწავლად მოიზიდოს ღირსეული პიროვნებები. პროფესიის ღირსება, საბოლოო ჯამში, დამოკიდებულია მისი წარმომადგენელი პირების ღირსებაზე. პროგრამაში ჩართვის მოთხოვნა პირველი ნაბიჯია ამ პროცესში. ჩართვისათვის დადგენილ მაღალ მოთხოვნებსა და მკაფიოდ ჩამოყალიბებულ პირობებს შეუძლია პროფესიული განათლებისა და პრაქტიკული გამოცდილების მოთხოვნების უზრუნველყოფა დროის მოკლე პერიოდში.
4. პროფესიონალი ბუღალტრის განათლების პროგრამაში ჩართვის მსურველ პირს მოეთხოვება საუნივერსიტეტო ან მისი ეკვივალენტური პროგრამის დონის განათლება.
5. პროფესიონალი ბუღალტრის პროგრამაში ჩართვამდე პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს სათანადო ცოდნა და ერუდიცია, რათა შეძლოს პროფესიული ცოდნის, გამოცდილებისა და პროფესიული ღირსების, ეთიკისა და ურთიერთობის დაუფლება, რომელიც აუცილებელია პროფესიონალ ბუღალტრად ჩამოსაყალიბებლად.
6. პროფესიონალი ბუღალტრის განათლების პროგრამის დამწყებ კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ გარკვეული ცოდნა, გამოცდილება და წარმოდგენა პროფესიულ ღირსებაზე, ეთიკასა და ურთიერთობაზე. ამ უნარ-ჩვევების ხარისხი განსაზღვრავს განათლების პროგრამაში კანდიდატების ჩართვის მომენტს.
7. პროფესიონალი ბუღალტრის განათლების პროგრამაში ჩართვის საწყისი მოთხოვნა შეიძლება შეიცვალოს ბაფ-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მაგრამ მისი დონე არ უნდა დაეშვას უმაღლესი განათლების მე-3 კურსის პროგრამაზე დაბლა და მხოლოდ იმ მოსაზრებით, რომ პროფესიონალი ბუღალტრის განათლების პროგრამით გათვალისწინებული უმაღლესი განათლების სრული კურსი პრეტენდენტის მიერ მოსმენილი იქნება ბაფ-ის მიერ ორგანიზებული წინასაკვალიფიკაციო სწავლების პროცესში.
8. პროფესიონალობის მიღწევის რომელი გზაც არ უნდა იქნეს გამოყენებული, მნიშვნელოვანია, რომ კვალიფიკაციის მინიჭების მომენტისათვის მიღწეულ იქნეს პროფესიული კომპეტენტურობის იდენტური დონე. ამიტომ პროფესიონალი ბუღალტრის განათლების პროგრამაში ჩართვის შეცვლილი საწყისი მოთხოვნა არ შეიძლება მუდმივი იყოს. პროგრამაში ჩართვის დროებით შერბილებული მოთხოვნა თანდათანობით უნდა გაიზარდოს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს პროფესიონალი ბუღალტრის განათლების პროგრამაში პრეტენდენტის მონაწილეობის წარმატების გარანტია.
9. პროფესიონალი ბუღალტრის განათლების პროგრამაში ჩართვის მოთხოვნების მაღალ დონეზე აყვანის მიზნით, ბაფ-ი პერიოდულად გამოიკვლევს საქართველოს საუნივერსიტეტო განათლების სისტემაში საბუღალტრო სპეციალობის სასწავლო პროგრამებს, სპეციალობისა და მომიჯნავე დისციპლინების სწავ¬ლის ხანგრძლივობას და, შესაბამისად, მიიღებს გადაწყვეტილებას კანდიდატების პროფესიონალი ბუღალტრის განათლების პროგრამაში ჩართვის მოთხოვნების შესახებ.
პროფესიონალი ბუღალტრის განათლების სტანდარტი (გს) 2
პროფესიონალი ბუღალტრის განათლების პროგრამის შინაარსი
სტანდარტის მიზანი
1. წინამდებარე სტანდარტი ადგენს პროფესიონალი ბუღალტრის განათლების პროგ¬რა¬მის შინაარსს, რომელსაც უნდა ფლობდნენ კანდიდატები პროფესიონალი ბუღალტრის კვალიფიკაციის მისაღებად.
2. სტანდარტის მიზანია იმის გარანტია, რომ ბაფ-ის (ბსფ-ის წევრი ორგანი¬ზა¬ცი¬ის) წევრობის (ნამდვილი წევრობის) კანდიდატებმა საკმარისად გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა საბუღალტრო საქმიანობაში, რათა მათ იმოქმედონ როგორც პროფესიონალმა ბუღალტრებმა სულ უფრო და უფრო რთულ და ცვალებად გარემოში. კომპეტენტურობის შენარჩუნების მიზნით, მათ საქმე ექნებათ მე-7 სტანდარტთან `უწყვეტი პროფესიული განვითარება~.
3. პროფესიონალი ბუღალტრის განათლების პროგრამის შემეცნების პირველადი ნაწილი წარმოდგენილია სამ მთავარ განყოფილებაში:
ა. ბუღალტრული აღრიცხვა, ფინანსები და დაკავშირებული ცოდნა;
ბ. ორგანიზაციული და საქმიანი ცოდნა; და
გ. ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნა.
მოთხოვნილი პროფესიული ჩვევა და ზოგადი განათლების, პროფესიული ფასეულობის, ეთიკისა და ურთიერთობის შინაარსი და პრაქტიკულ გამოცდი¬ლებასთან დაკავშირებული მოთხოვნები მოცემულია გს 3-ში `პროფესიული უნარი~, გს 4-ში `პროფესიული ფასეულობა, ეთიკა და ქცევა~ და გს 5-ში `პრაქტიკული გამოცდილების მოთხოვნები~.
შესავალი
4. ბუღალტრის პროფესიონალური განათლების მიღწევა შესაძლებელია აკადემიურ გარემოში ან პროფესიონალური საკვალიფიკაციო სწავლების დროს, უკიდურეს შემთხვევაში, მაგრამ იგი უნდა იყოს საკვალიფიკაციო სწავლების ხარისხის დონის ეკვივალენტური. კანდიდატი უნდა დაეუფლოს პროფესიულ ცოდნას, პროფესიულ ჩვევასა და პროფესიულ ფასეულობებს, ეთიკასა და ქცევას და უნდა ახერხებდეს ამ ელემენტების გაერთიანებას.
5. პროფესიონალი ბუღალტრის განათლების პროგრამის ცოდნის კომპონენტი შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს პროფესიონალური ჩვევების განვითარებისათვის. მიღებული ცოდნა შეიძლება მოძველდეს მხოლოდ კარიერის უფრო გვიანდელ ეტაპზე. ამიტომ, მომავალი პროფესიონალი ბუღალტრისა და პროფესიის ხანგრძლივვადიან ინტერესში არ შედის ფართო დიაპაზონის მქონე საგნების შესწავლისადმო ზედაპირული დამოკიდებულება. მოთხოვნილი ინტელექტუალური უნარ-ჩვევა მოიცავს გაგებას, გამოყენებას, ანალიზსა და შეფასებას. კარიერის მანძილზე პროფესიული უნარი, ფასეულობა, ეთიკა და ქცევა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კვალიფიკაციის მინიჭების მომენტში მიღებული პროფესიული ცოდნა.
6. პროფესიული უნარის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია იმის შემეცნება, სად შეიძლება მოთხოვნილი ცოდნის მიღება, რომელიც აუცილებელია პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაწყვეტისათვის. მუდმივი სწავლის ვალდებულების ჩანერგვა, საბოლოო ჯამში, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნის ნებისმიერი ნაწილი. მუდმივი სწავლით მიიღწევა პროფესიონალისადმი მოთხოვნილი უნარი, ქცევა, რომელიც უნდა განვითარდეს და ფასეულობა, რომელსაც საზოგადოება იწონებს.
7. ცოდნა, რომელიც პროფესიონალმა ბუღალტერმა უნდა შეიძინოს კომპეტენ¬ტურად მუშაობისათვის, იცვლება და ფართოვდება. ამასთან, პროფესიონალი ბუღალტერი სპეციალიზდება თავისი კარიერის მანძილზე. ამიტომ, ეს სტანდარტი განსაზღვრავს მხოლოდ ძირითად თემებს, რომლითაც პროფესიონალმა ბუღალტერმა მუდმივად უნდა სრულყოს ცოდნა.
8. რამდენადაც სტანდარტი ფოკუსირებულია უმთავრესად პროფესიულ ცოდნაზე, რომელიც აუცილებელია პროფესიონალი ბუღალტრის საქმიანობისათვის, იგი ასევე მოიცავს კომპეტენტურობას ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამის კომპონენტებში. ეს კომპეტენტურობა იდენტიფიცირებულია საერთაშორისი განათლების დირექტივაში (IEG 11) `ინფორმაციული ტექნოლოგიები პროფესი¬ო¬ნალი ბუღალტრებისათვის (გადაისინჯა 2003 წელს)~.
პროფესიონალი ბუღალტრის განათლების პროგრამის შინაარსი
9. პროფესიონალი ბუღალტრის სწავლება უნდა იყოს წინასაკვალიფიკაციო პროგრამის შემადგენელი ნაწილი. ეს სწავლება საკმარისად ხანგრძლივი და ინტენსიური უნდა იყოს, რათა კანდიდატებს საშუალება მისცეს პროფესიული კომპეტენტურობისათვის მოთხოვნილი პროფესიონალური ცოდნის მისაღებად.
10. საბუღალტრო საქმის პროფესიონალური ცოდნა როგორც წინასაკვალიფიკაციო პროგრამის კომპონენტი, უკიდურეს შემთხვევაში, უნდა მოიცავდეს სრულ სამუშაო კვირიან ორწლიან სწავლებას (ან მის ეკვივალენტს არასრული სამუშაო კვირიანი სწავლებისას);
11. ცოდნის მისაღებად სტუდენტმა სწავლა უნდა გააგრძელოს ხარისხის მოსაპოვებლად, ან მისდიოს პროფესიულ კვალიფიკაციას;
12. პროფესიონალი ბუღალტრის განათლებამ უნდა მოიცვას:
ა) ბუღალტრული აღრიცხვა, ფინანსები და დაკავშირებული ცოდნა;
ბ) საორგანიზაციო და სამეურნეო საქმიანობის ცოდნა;
გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნა და კომპეტენტურობა.
13. პროფესიული ცოდნის კომპონენტს ავსებს არაპროფესიული ცოდნა, ინტელექტი, ორგანიზაციისა და მართვის უნარი და ზოგადი განათლების განვითარება.
14. სავალდებულო არ არის სტანდარტში განხილული ცოდნა აუცილებლად ამ თანმიმდევრობით იქნეს მიღწეული. მაგალითად, პროფესიონალი ბუღალტრის ცოდნა შეიძლება მიღებულ იქნეს საუნივერსიტეტო ზოგად განათლებასთან ერთად, ან იგი შეიძლება მიღებულ იქნეს სხვა საუნივერსიტეტო პროგრამით განათლების მიღების შემდეგ, კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტიპის კურსებით. ასეთ შემთხვევაში პროფესიული ორგანიზაციის პროგრამამ უნდა მოიცვას ამ სტანდარტში შეტანილი ყველა დაქვემდებარებული შემადგენლობა. გარდა ამისა, საგნები და პროგრამის ელემენტები შეიძლება გაერთიანდეს. მაგალითად, შესაძლებელია ინფორმაციული ტექნოლოგიების ასპექტების ჩართვა ბუღალტრული აღრიცხვის კურსში. ეს შეიძლება დაეხმაროს სწავლის პროცესს და კანდიდატებს, გაიგონ როგორ ურთიერთკავშირში იმყოფება ინდივიდუალური კომპონენტები.
15. ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიონალური ცოდნის კომპონენტი წინასაკვალიფიკაციო პროგრამის მხოლოდ ნაწილია. იგი შეიძლება ან არ შეიძლება მიღებულ იქნეს აკადემიურ გარემოში. ზოგიერთი დონის პროგრამამ ბუღალტრულ აღრიცხვაში ცოდნის მისაღებად მოთხოვნილი ორი წელი შეიძლება კიდევ ორი წლით გაზარდოს. ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალისტის მომზადება ბევრმა შეიძლება სამწლიან არასპეციალიზებული სწავლების პროგრამაში ჩართოს. საერთო განათლების ზუსტი კომბინაცია სწავლებისა და პრაქ¬ტი¬კული გამოცდილების გათვალისწინებით, სხვადასხვა პროგრამაში განსხვავებული შეიძლება იყოს, ვიდრე არ მიიღწევა ეკვივალენტური პროფესიონალური კომპეტენტურობა.
16. ბუღალტრული აღრიცხვა, ფინანსები და დაკავშირებული ცოდნა უზრუნველყოფს ტექნიკურ საფუძველს პროფესიონალი ბუღალტრის წარმატებული კარიერისათვის. ბუღალტრული აღრიცხვის სასწავლო პროგრამები დამოუკი¬დებლად იცვლება და მომავალშიც შეიცვლება, საბაზრო მოთხოვნების საპასუხოდ. ახალი თემები შედის სასწავლო გეგმაში და თემებს შორის შედარებითი თანაფარდობა იცვლება. ბაფ-მა შეიძლება მოისურვოს თემის დამატება ან შეცვალოს პროგრამის ბალანსი, სპეციფიკური გარემო პირობების მოთხოვნების შესრულების მიზნით.
17. საორგანიზაციო და სამეურნეო საქმიანობის ცოდნა უზრუნველყოფს მდგომა¬რეობას, რომელშიც პროფესიონალი ბუღალტერი მუშაობს. ბიზნესის, სამთავრობო და არამომგებიანი ორგანიზაციების კარგი ცოდნა აუცილებელია პროფესიონალი ბუღალტრებისათვის. საორგანიზაციო და სამეურნეო საქმიანობის ცოდნა მოიცავს იმას, თუ როგორაა ორგანიზებული, როგორ ფინანსდება და იმართება ბიზნესი და გლობალური გარემო, რომელშიც სამეურნეო ერთეული საქმიანობს.
18. ინფორმაციულმა ტექნოლოგიამ შეცვალა პროფესიონალი ბუღალტრის როლი. პროფესიონალი ბუღალტერი არა მარტო იყენებს საინფორმაციო სისტემებს, ანვითარებს ინფორმაციული ტექნოლოგიის გამოცდილებას და, ამასთან ერთად, როგორც გუნდის ნაწილი, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ასეთი სისტემების შეფასებაში, დაპროექტებასა და მართვაში.
19. ქვემოთ, სიაში შეტანილი საგნები წარმოადგენს პროფესიონალი ბუღალტრის მომზადების პროგრამის მინიმალურ დაქვემდებარებულ სფეროს.
20. ბუღალტრული აღრიცხვა, ფინანსები და დაკავშირებული ცოდნა მოიცავს შემდეგ დაქვემდებარებულ სფეროებს:
ა) ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება;
ბ) მმართველობითი აღრიცხვა და კონტროლი;
გ) საგადასახადო დაბეგვრა;
დ) საკორპორაციო და სავაჭრო სამართალი;
ე) აუდიტი და მარწმუნებელი საქმიანობა;
ვ) ფინანსები და ფინანსური საქმიანობის მართვა;
ზ) პროფესიონალური ფასეულობა და ეთიკა.
21. ბუღალტრული აღრიცხვა, ფინანსები და დაკავშირებული ცოდნის კომპონენტი ანვითარებს და აერთიანებს ცოდნას, გამოცდილებას და პროფესიონალურ ფასეულობას და ეთიკას. იგი სტუდენტებს აძლევს ბუღალტრული აღრიცხვის აუცილებელ თეორიულ და ტექნიკურ ცოდნას და ინტელექტუალურ გამოც¬დილებას, პროფესიული ქცევისა და ეთიკის გაგების ჩათვლით. ამ კომპონენტში შედის:
ა) ბუღალტრის პროფესიისა და ბუღალტრული აზროვნების განვითარების ისტო¬რია;
ბ) შიდა და გარე მოხმარების ანგარიშგების შინაარსი, კონცეფცია, სტრუქ¬ტურა და მნიშვნელობა, ფინანსური გადაწყვეტილებების მიმღებთა საინ¬ფორ¬მაციო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ბუღალტრული აღრიცხვის ინფორმაცის როლის კრიტიკული შეფასების ჩათვლით;
გ) ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები;
დ) ბუღალტრული აღრიცხვის რეგულირება;
ე) მმართველობითი აღრიცხვა, დაგეგმვისა და ბიუჯეტის შედგენის, ფასების მართვის, ხარისხის კონტროლის ჩათვლით;
ვ) კონტროლის კონცეფცია, მეთოდი და პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსური მონაცემების სიზუსტესა და სისწორეს და საწარმოს აქტივების დაცულობას;
ზ) საგადასახადო დაბეგვრა და მისი გავლენა ფინანსურ და ორგანიზაციულ გადაწყვეტილებაზე;
თ) საქმიანობის საკანონმდებლო გარემოს ცოდნა, ფასიანი ქაღალდებისა და სამეწარმეო კანონმდებლობის ჩათვლით;
ი) აუდიტისა და სხვა მარწმუნებელი მომსახურების ხასიათი, მათი შესრულებისათვის ინტელექტუალური და პროცედურული ბაზის, ასევე რისკის შეფასებისა და თაღლითობის გამოვლენის ჩათვლით;
კ) ფინანსებისა და ფინანსების მართვის ცოდნა, ფინანსური ანგარიშგების ანალიზის, ფინანსური ინსტრუმენტების, კაპიტალის შიდა და გარე ბაზრის ჩათვლით;
ლ) პროფესიონალი ბუღალტრის ეთიკური და პროფესიული ვალდებულება;
მ) სახელმწიფო და არამომგებიანი დაწესებულების ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
ნ) მუშაობის ხარისხის არაფინანსური კრიტერიუმების გამოყენება საქმიანობაში.
22. საორგანიზაციო და სამეურნეო საქმიანობის ცოდნამ უნდა მოიცვას შემდეგი დაქვემდებარებული სფეროები:
ა) ეკონომიკა;
ბ) ბიზნესის გარემო;
გ) საკორპორაციო მართვა;
დ) ბიზნესის ეთიკა;
ე) ფინანსური ბაზარი;
ვ) რაოდენობრივი მეთოდები;
ზ) ორგანიზაციული ქცევა;
თ) მართვა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება;
ი) მარკეტინგი;
კ) საერთაშორისო ბიზნესი და გლობალიზაცია.
23. საორგანიზაციო და სამეურნეო საქმიანობის ცოდნა მომავალ პროფესიონალ ბუღალტრებს უზრუნველყოფს იმ გარემო პირობების ცოდნით, რომელშიც მეწარმეები მუშაობენ. იგი ასევე უზრუნველყოფს წინასაკვალიფიკაციო პერიოდში შეძენილი ყველა პროფესიული გამოცდილების გამოყენების წინამძღვრებს. საქმიანობის მართვის გაგების უნარი განსხვავდება მოქმედების, მონაწილეობისა და წვლილის შეტანის უნარისა და ჩვევისაგან.
24. საორგანიზაციო და სამეურნეო საქმიანობის ცოდნაში შედის:
ა) მიკრო- და მაკროეკონომიკის ცოდნა;
ბ) ბიზნესი და ფინანსური ბაზრები და მათი მუშაობის ცოდნა;
გ) რაოდენობრივი მეთოდებისა და სტატისტიკის გამოყენება საქმიან პრობლემებში;
დ) საკორპორაციო მართვისა და ბიზნესის ეთიკის ცოდნა (გაგება);
ე) ორგანიზაციისა და გარემო პირობების ცოდნა (გაგება), რომელშიც ისინი მოქმედებენ, მთავარი ეკონომიკური, იურიდიული, პოლიტიკური, სოციალური, ტექნიკური, საერთაშორისო და კულტურული ძალების, მათი გავლენისა და ფასეულობების ჩათვლით;
ვ) პერსონალისა და ადამიანური რესურსების, პროექტების მართვისა და მარკეტინგის ცოდნა (გაგება);
ზ) გადაწყვეტილებისა და სტრატეგიის მხარდაჭერის ცოდნა (გაგება), საქმიანი რჩევის, სტრატეგიული მართვისა და ზოგადი მართვის ჩათვლით;
თ) ორგანიზაციული და საოპერაციო რისკის გაგება;
ი) საერთაშორისო ვაჭრობისა და ფინანსების, ასევე გლობალიზაციის პროცესების ელემენტარული ცოდნა და გზები, რომლითაც საერთაშორისო ბიზნესი ხორციელდება;
კ) ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტების გაერთიანება სტრატეგიული მიზნების შესრულებისათვის.
25. ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპონენტმა უნდა მოიცვას შემდეგი დაქვემდებარებული სფეროები და კომპეტენცია:
ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების ზოგადი ცოდნა;
ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის ცოდნა;
გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების უნარის მართვა;
დ) საინფორმაციო სისტემების მმართველის, შემფასებლის ან დამპროექტებლის როლიდან ერთი ან შერეული უნარი.
26. ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნის კომპონენტის მიღწევა შესაძლებე¬ლია სხვადასხვა გზით. იგი შეიძლება მიღწეულ იქნეს, როგორც ცალკე კურსის შესწავლით, ისე საგნის გაერთიანებით საორგანიზაციო და სამეურნეო საქმიანობის ცოდნის, ან ბუღალტრული აღრიცხვის, ან მის მომიჯნავე საგნებში.
პროფესიონალი ბუღალტრის განათლების სტანდარტი (გს) 3
პროფესიული უნარი
სტანდარტის მიზანი
1. სტანდარტი ადგენს უნართა ერთობლიობას, რომელიც კანდიდატს მოეთხო¬-ვება პროფესიონალ ბუღალტრად კვალიფიცირებისათვის.
2. სტანდარტის მიზანია ინტე¬ლექ¬ტუალური, ტექნიკური, პერსონალური, პერსონალთაშორისი და ორგანი¬ზაციული უნარის ურთიერთ შერწყმით უზრუნველყოს ბაფ-ის წევრთა ქმედება პროფესიონალი ბუღალტრის სახით. ეს მათ შესაძლებლობას აძლევს, თავიანთი კარიერის მანძილზე იმოქმედონ როგორც კომპეტენტურმა პროფესიონალებმა სულ უფრო და უფრო მზარდ მომთხოვნ გარემოში.
3. პროფესიონალი ბუღალტრის უნარისადმი მოთხოვნა თავმოყრილია ხუთ მთავარ ჯგუფში:
• იტელექტუალური უნარი;
• ტექნიკური და ფუნქციონალური უნარი;
• პერსონალური უნარი;
• პერსონალთშორისი და კომუნიკაციური უნარი;
• ორგანიზაციული და ბიზნესის მართვის უნარი.
4. სტანდარტის ადრესატია ასევე ბიზნესთან კავშირის არმქონე სწავლება, რომელსაც წვლილი შეაქვს ამ უნარის განვითარებაში.
შესავალი
5. უნარი ეს არის შესაძლებლობათა ერთობლიობის ნაწილი, რომელიც პროფე¬სი¬ონალ ბუღალტერს მოეთხოვება კომპეტენტურობის დემონსტრირებისათვის. ეს შესაძლებლობები მოიცავს ცოდნას, უნარს, პროფესიულ ფასეულობას, ეთიკას და ქცევას. შესაძლებლობა პოტენციური კომპეტენტურობის ნიშანია, რომელიც სხვადასხვა გარემო პირობებში ადგილმონაცვლეობის (სამუშაოს გამოცვლის თვალსაზრისით) საშუალებას იძლევა. მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალი ბუღალტრის განათლების პროგრამამ გააერთიანოს სხვადასხვა ცოდნა, უნარი, პროფესიული ფასეულობა, ეთიკა და ქცევა.
6. შესაბამისი უნარი პროფესიონალ ბუღალტერს აძლევს ზოგადი განათლების საფუძველზე მიღებული ცოდნის საუკეთესო გამოყენების საშუალებას. უნარის შეძენა, გამოცდილების მსგავსად, ყოველთვის არ ხდება განსაზღ¬ვრული კურსის მეშვეობით. იგი მიიღწევა პროფესიონალი ბუღალტრის პროგრამის სრული ეფექტითა და მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლით.
7. სათანადო უნარი პროფესიონალ ბუღალტერს აძლევს ბაზარზე კონკუ¬რენ¬ტულ უპირატესობას და სასარგებლოა პიროვნების კარიერის განმავლობაში. შეუძლებელია ყველა უნარი განვითარდეს საკვალიფიკაციო მომზადების დროს. ზოგიერთი შეიძლება მიღწეულ იქნეს პროფესიული განვითარების პროცესში.
პროფესიონალი ბუღალტრის პროფესიული უნარი
8. პირი, რომელიც ისწრაფვის გახდეს პროფესიონალი ბუღალტერი, უნდა შეიძინოს შემდეგი უნარი:
• ინტელექტუალური უნარი;
• ტექნიკური და ფუნქციონალური უნარი;
• პერსონალური უნარი;
• პერსონალთშორისი და კომუნიკაციური უნარი;
• საქმიანობის მართვისა და ორგანიზაციული უნარი.
9. ინტელექტუალური უნარი ხშირად იყოფა ექვს დონედ. ზრდადობის მიხედვით ესენია: ერუდიცია, აღქმა, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი (რამდენიმე სფეროს ცოდნის კომბინირებისა და დასკვნის გამოტანისათვის) და შეფასება. მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატმა ყველაზე მაღალ დონეს მიაღ¬წიოს მომზადების მომენტში. ინტელექტუალური უნარი პროფესიონალ ბუღალტერს საშუალებას აძლევს გადაწყვიტოს პრობლემები, მიიღოს გადაწ¬ყვეტილება და კარგად იმსჯელოს რთულ ორგანიზაციულ სიტუა¬ციაში. ეს უნარი ხშირად ფართო ზოგადი განათლების შედეგია. მოთხოვ¬ნილი ინტელექტუალური უნარი მოიცავს:
ა) ზეპირი, ბეჭდვითი და ელექტრონული წყაროდან ინფორმაციის დად¬გე¬ნის, მოპოვების, ორგანიზებისა და აღქმის ნიჭს;
ბ) კვლევის, ძიების, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების, განსჯისა და კრიტიკული ანალიზის შესაძლებლობას;
გ) უცნობ პირობებში არასტრუქტურიზებული პრობლემის იდენტიფიცი¬რე¬ბისა და გადაწყვეტის ნიჭს.
10. ტექნიკური და ფუნქციონალური უნარი შედგება ზოგადი უნარისა და საბუღალტრო საქმისადმი დამახასიათებელი უნარისაგან. მასში შედის:
ა) გაწაფულობა გამოთვლასა (მათემატიკური და სტატისტიკური გამოყე¬ნება) და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში;
ბ) გადაწყვეტილების მოდელირება და რისკის ანალიზი;
გ) გაზომვა;
დ) წარდგენა;
ე) საკანონმდებლო და მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვა.
11. პერსონალური უნარი შეეხება პროფესიონალი ბუღალტრის ქცევასა და ურთი¬ერთობას. ამ უნარის განვითარება ეხმარება პიროვნულ ერუდიციას და პერსონალურ სრულყოფას. იგი მოიცავს:
ა) თვითკონტროლს;
ბ) ინიციატივას, გავლენასა და თვითშემეცნებას;
გ) შეზღუდული რესურსების ზღვარში პრიორიტეტების შერჩევისა და განსაზღვრის, ასევე მჭიდრო ზღვრული ვადების დასაკმაყოფილებლად სამუშაოს ორგანიზების ნიჭს;
დ) ცვლილებების განჭვრეტა და ადაპტირების ნიჭს;
ე) გადაწყვეტილების მიღებისას პროფესიონალური ფასეულობების, ეთიკისა და ქცევის მნიშვნელობის გათვალისწინებას;
ვ) პროფესიონალურ სკეპტიციზმს.
12. პერსონალთშორისი და კომუნიკაციური უნარი პროფესიონალ ბუღალტერს საშუალებას აძლევს სხვებთან ერთად იმუშაოს ორგანიზაციის სასარგებ¬ლოდ, მიიღოს და გადასცეს ინფორმაცია, განსაჯოს არგუმენტირებულად და მიიღოს ეფექტური გადაწყვეტილება. პერსონალთშორისი და კომუნიკაციური უნარის კომპონენტები მოიცავს ნიჭს:
ა) იმუშაოს სხვებთან საკონსულტაციო პროცესში, შეეწინააღმდეგოს და განმუხტოს კომფლიქტი;
ბ) იმუშაოს ჯგუფში;
გ) შეძლოს ურთიერთმოქმედება სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის ხალხთან;
დ) პროფესიონალურ სიტუაციაში აწარმოოს სასურველი მოლაპარაკება და მიაღწიოს შეთანხმებას;
ე) იმუშაოს ეფექტურად საწინააღმდეგო კულტურის გარემოცვაში;
ვ) ეფექტურად წარადგინოს, განიხილოს და დაიცვას საკუთარი თვალსაზ¬რისი ფორმალური და არაფორმალური, წერილობითი და ზეპირსიტყვი¬ერი კომუნიკაციის საშუალებებით;
ზ) ყურადღებით მოეკიდოს და გაიაზროს კულტურული და ენობრივი განსხვავებულობას.
13. პროფესიონალი ბუღალტრებისათვის სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდა საქმიანობის მართვისა და ორგანიზაციული უნარი. პროფესიონალ ბუღალტრებს სთხოვენ უფრო აქტიური როლი ითამაშონ ორგანიზაციის ყოველდღიურ მართვაში. მაშინ, როდესაც ბუღალტრის როლი შესაძლოა შემოფარგლული ყოფილიყო სხვების გამოსაყენებლად მონაცემთა მომზადე¬ბით, დღეს პროფესიონალი ბუღალტრები წარმოადგენენ გადაწყვეტილების მიმღები ჯგუფის ნაწილს. ამიტომ, პროფესიონალმა ბუღალტრებმა უნდა განივითარონ როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფო და გლობალური თვალთახედვა. საქმიანობის მართვისა და ორგანიზაციული უნარი მოიცავს:
ა) სტრატეგიულ დაგეგმვას, პროექტების მართვას, ადამიანებისა და რესურ¬სების მართვას და გადაწყვეტილების მიღებას;
ბ) ამოცანის დასმისა და დელეგირების ნიჭს, ხელქვეითების მოტივირებისა და განვითარებისათვის;
გ) ლიდერობას;
დ) პროფესიულ განსჯასა და გამჭრიახობას.
ზოგადი განათლება
14. პროფესიული განათლების ყველა პროგრამაში ჩართული უნდა იყოს ზოგადი განათლების ზოგიერთი ნაწილი.
15. ზოგად განათლებას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს პროფესი¬ული უნარის შეძენაში. ფართო ზოგად განათლებას შეუძლია წაახალისოს მუდმივი სწავლება და უზრუნველყოს ის საფუძველი, რომელსაც ემყარება პროფესიონალი და ბუღალტრული აღრიცხვის სწავლება. იგი აერთიანებს:
ა) განსხვავებული კულტურის ისტორიაში იდეებისა და მოვლენების განვითარების გაგებას თანამედროვე მსოფლიოსა და საერთაშორისო პერსპექტივაში;
ბ) ადამიანური ქცევების ელემენტარულ ცოდნას;
გ) მსოფლიოში ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ ძალთა თანაფარ¬დობიდან გამომდინარე იდეის მასშტაბურობის შეგრძნებას;
დ) რაოდენობრივ მონაცემთა კვლევისა და შეფასების კვალიფიკაციას;
ე) ხელოვნების, ლიტერატურისა და მეცნიერების შეფასებას;
ვ) პიროვნული და სოციალური ფასეულობების შემეცნებას;
ზ) განსჯის ფასის ცოდნას.
16. ზოგადი განათლების მიღება შესაძლებელია სხვადასხვა გზით. ზოგად განათ¬ლე¬ბას შეიძლება ადგილი ჰქონდეს პროგრამის ნებისმიერ სტადიაზე ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიულ თემებთან დაბალანსებით, მათ შორის, ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსებისა და დაკავშირებული ცოდ¬ნის, ორგანიზაციული და ბიზნესის ცოდნისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნის შეძენის სტადიაზე.
17. კანდიდატებს ასევე თავდაპირველად შეუძლიათ მიიღონ არა ბუღალტრული ცოდნა და შემდეგ შეიძინონ აუცილებელი ცოდნა პროფესიონალი ბუღალ¬ტრის საკვალიფიკაციო საგნებში, პროფესიული ორგანიზაციის მიერ დადგე¬ნი¬ლი გამოცდებისათვის მზადების პროცესში. კანდიდატებს ასევე შეუძლიათ უნარი შეიძინონ სამუშაოზე გამოცდილების მიღების გზით, გამოცდე¬ბისათვის მზადებასთან ერთად. ასეთი კომბინაციით ირწყმება ზოგადი განათლება და უნარი და ამგვარად ვითარდება კომპეტენტურობა და შესაძ¬ლებ¬ლობა, ძირითადი ტექნიკური ცოდნის ჩათვლით, რომელიც მოითხოვება პროფესიონალ ბუღალტრად კვალიფიცირებისათვის.
პროფესიონალი ბუღალტრის განათლების სტანდარტი (გს) 4
პროფესიული ფასეულობა, ეთიკა და ქცევა
სტანდარტის მიზანი
1. სტანდარტი განსაზღვრავს, რომ პროფესიული ფასეულობა, ეთიკა და ქცევა პროფესიონალმა ბუღალტრებმა უნდა შეიძინონ წინასაკვალიფიკაციო განათ¬ლე¬ბის პროგრამის მიმდინარეობისას.
2. სტანდარტის მიზანი მდგომარეობს იმის გარანტიის შექმნაში, რომ ბაფ-ის ნამდვილი წევრობის კანდიდატები აღჭურვილი არიან შესაბამისი პროფესი¬ული ფასეულობით, ეთიკითა და ქცევით, რათა იმოქმედონ პროფესიონალი ბუღალტრის სახით.
შესავალი
3. საზოგადოებას ბუღალტრის პროფესიის მიმართ გააჩნია დიდი მოლოდინი. პროფესიონალი ბუღალტრისათვის მნიშვნელოვანია, რომ მიიღოს და დაიცვას ეთიკური პრინციპები, რომელიც არეგულირებს ყველა მის ქცევას. პროფე¬სი¬ული ფასეულობა, ეთიკა და ქცევა ახდენს პროფესიონალი ბუღალტრის პროფესიის წევრად იდენტიფიცირებას და ქმნის პროფესიონალი ბუღალტრის შესაფერისად მოქმედების პირობებს. ბაფ-ის პასუხისმგებლობაა, მის წევრებს ჰქონდეთ ადეკვატური გაგება პროფესიული ეთიკის პრინციპებისა და ძირითადი ლოგიკურად საფუძვლიანი შეზღუდვების, რომლის ჩარჩოებშიც პროფესიული ეთიკა აქცევს პროფესიონალ ბუღალტერს.
4. რამდენადაც პროფესიონალი ბუღალტრები მონაწილეობენ გადაწყვეტილების მიღებაში, მათ უნდა ჰქონდეთ სრული წარმოდგენა პროფესიული და ორგანიზაციული გადაწყვეტილებების ეთიკურ მნიშვნელობაზე.
5. პროფესიონალი ბუღალტრები მუშაობენ ცვალებად გარემოში. კარგი კორპო¬რაციული და საზოგადოებრივი მართვა ძალიან დამოკიდებულია პრო¬ფესი¬ული ფასეულობების, ეთიკისა და ქცევისადმი ერთგულებაზე. ასეთ მდგომა¬რე¬ობაში მნიშვნელოვანია ნათელი წარმოდგენა ეთიკურ პრინციპებზე.
6. პროფესიული ფასეულობები, ეთიკა და ქცევა უნდა იქცეს პრეტენდენტების საკუთარ წესად განათლების სტრუქტურის ფარგლებში. მომავალი პროფესი¬ონალი ბუღალტრები თავიანთ საქმიანობაში უნდა გრძნობდნენ პროფესიული ფასეულობების, ეთიკისა და ქცევის მნიშვნელობასა და აუცილებლობას, რათა მათ პროფესიული ფასეულობები, ეთიკა და ქცევა არ ეგონოთ მეორეხარისხოვანი განათლების პროგრამაში.
7. პედაგოგებმა და პროფესიულმა ორგანიზაციამ უნდა განასხვავონ სტუდენ¬ტე¬ბი¬სათვის პროფესიული ფასეულობების, ეთიკისა და ქცევის სწავლება და ეთიკური ქცევის ათვისება და განვითარება. პროფესიული ფასეულობების, ეთიკისა და ქცევის განვითარება უნდა დაიწყოს პროფესიონალი ბუღალტრის განათლების ადრეულ სტადიაზე და უნდა განმეორდეს კარიერის განმავ¬ლო¬ბაში. პროფესიონალმა ბუღალტერმა იგი უნდა განიხილოს როგორც მუდმივი (განგრძობითი) სწავლების ნაწილი.
პროფესიული ფასეულობები, ეთიკა და ქცევა
8. პროფესიონალი ბუღალტრის განათლების პროგრამამ პოტენციური პროფესი¬ო¬ნალი ბუღალტრები უნდა უზრუნველყოს პროფესიული ფასეულობებით, ეთი¬კითა და ქცევით პროფესიული მსჯელობისა და ეთიკური მანერებით მოქმედებისათვის, რომელიც საზოგადოებისა და პროფესიის ინტერესშია.
9. პროფესიონალი ბუღალტრისათვის აუცილებელი ფასეულობები, ეთიკა და ქცევა მოიცავს ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის ეთიკის კოდექსის შესაბამისი ადგილობრივი ეთიკის კოდექსის შესრულების ვალდებულებას.
10. პროფესიონალი ბუღალტრის განათლების პროგრამაში ფასეულობებისა და ქცე¬ვების მოცულობამ უნდა განაპირობოს შემდეგი ვალდებულებების შესრუ¬ლება:
ა) საზოგადოებრივი ინტერესი და სოციალური ვალდებულებებისადმი მგრძ¬ნო¬ბი¬არობა;
ბ) უწყვეტი სრულყოფა და მუდმივი სწავლება;
გ) საიმედოობა, პასუხისმგებლობა, დროულობა, გულისხმიერება და პატი¬ვისცემა;
დ) კანონები და ინსტრუქცია.
11. მაშინ, როდესაც პროფესიული ფასეულობების, ეთიკისა და ქცევების შესწავ¬ლის ყოველი პროგრამის მიდგომა ასახავს საკუთარი ეროვნული და კულტუ¬რული გარემოს მიზნებს, როგორც მინიმუმ, ყველა პროგრამამ უნდა მოიცვას:
ა) ეთიკის ხასიათი;
ბ) ეთიკაზე, მის უპირატესობასა და ნაკლოვანებაზე დაფუძნებული წესების სხვადასხვა დეტალები;
გ) პატიოსნების, ობიექტურობის, პროფესიული კომპეტენტურობისა და სა¬თა¬ნა¬¬დო სიფრთხილის ვალდებულებისა და კონფიდენციალურობის ფუნდამენ¬ტურ ეთიკურ პრინციპებთან შესაბამისობა;
დ) პროფესიონალური ქცევა და ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობა;
ე) დამოუკიდებლობის, სკეპტიციზმის, პასუხისმგებლობისა და საზოგადოებ¬რივი მოლოდინის კონცეფცია;
ვ) ეთიკა და პროფესია: სოციალური პასუხისმგებლობა;
ზ) ეთიკა და კანონი, კანონებს, ინსტრუქციებსა და საზოგადოებრივ ინტერე¬სებს შორის ურთიერთობის ჩათვლით;
თ) პიროვნების არაეთიკური ქცევის გავლენა პროფესიასა და, მთლიანად, საზ¬¬ოგა¬დოებაზე;
ი) ეთიკის კავშირი ბიზნესთან და კარგ ხელმძღვანელობასთან;
კ) ეთიკა და ინდივიდუალური პროფესიონალი ბუღალტერი: ინტერესთა კონფ¬ლიქტი, ეთიკური დილემა და მათი გადაწყვეტა.
პროფესიული ფასეულობების, ეთიკისა და ქცევის სწავლება
12. პროფესიული ფასეულობების, ეთიკისა და ქცევის მნიშვნელობიდან გამომ¬დი¬ნარე, მომავალ პროფესიონალ ბუღალტრებს განსახილველი საგანი შეიძლება წარედგინოს როგორც ცალკე თემა. რამდენადაც სტუდენტები პროგრესს განიც¬დიან და იღებენ უფრო ფართო ცოდნას სხვა საგნებში, შესაბამისი იქნება საგნების გაერთიანება. ეს წაახალისებს სტუდენტებს, მოძებნონ და განიხილონ სხვა საგნების შესწავლისას განხილული, შესაძლო ეთიკურად მნიშვნელოვანი საკითხები.
13. სტუდენტებმა უნდა შეიგნონ, რომ ფასეულობები, ეთიკა და ქცევა შეეხება ყვე¬ლაფერს, რასაც პროფესიონალი ბუღალტრები აკეთებენ და როგორ შეაქვთ მათ წვლილი ბაზარზე ნდობასა და რწმენაში. უნდა წახალისდეს სტუდენტების მიერ შესაფერისი ეთიკის კოდექსის როლის შესწავლა და კრი¬ტი¬კ¬ული შეფასება. სტუდენტები შეიძლება მოწვეულ იქნენ პროფესიული გა¬დაწ¬ყვეტილების მიღების დროს, რათა შეიქმნას ნდობისა და პატიოსნების ატმოსფერო, რომლის ფარგლებშიც პროფესიონალი ბუღალტრები მუშაობენ. სტუდენტები უნდა წახალისდნენ, რათა შეისწავლონ სხვა პროფესიის ეთი¬კური გადაწყვეტილებები და გამოიკვლიონ და განიხილონ სხვა პოტენციური მიდგომები ბუღალტრის პროფესიისადმი. კოდექსის მექანიკური შესწავლა და მეხსიერების შემდგომი გამოცდა ვერ მოიტანს სასურველ შედეგს.
14. სტუდენტი ბუღალტრებისათვის პროფესიული ფასეულობების, ეთიკისა და ქცევის ახსნა უფრო ეფექტური იქნება თანამონაწილეობის მიდგომის გამოყე¬ნებით. მან შეიძლება მოიცვას:
ა) მასალის შესწავლა მრავალარგუმენტიანი კაზუსური მასალის სწავლების გამოყენებით;
ბ) როლის თამაში;
გ) შერჩეული ლექციისა და ვიდეომასალის გარჩევა;
დ) ეთიკური დილემის მომცველი ცხოვრებისეული ბიზნესის რეალური სიტუ¬აციის ანალიზი;
ე) დისციპლინარული განცხადებისა და გადაწყვეტილების განხილვა;
ვ) სემინარები ზოგადი და პროფესიული გადაწყვეტილებების მიღების გამოცდილების მქონე სპიკერების გამოყენებით.
15. პროფესიონალი ბუღალტრებისათვის მნიშვნელოვანია, ისწავლონ პრაქტი¬კუ¬ლი ეთიკური გამოცდილებიდან. ამ თვალსაზრისით, განათლების პროგრამამ უნდა მოიცვას მიმოხილვა, როდესაც სტუდენტი მოითხოვს, განხილულ იქნეს გამოცდილება, რამ იმუშავა კარგად, რამ ვერ იმუშავა და როგორი მიდგომა უნდა იქნეს გამოყენებული მომავალში ანალოგიურ ვითარებაში.
სამუშაო ადგილის შესწავლა და პროფესიული ფასეულობები, ეთიკა და ქცევა
16. პროფესიული ფასეულობები, ეთიკა და ქცევები ეხება ყველა პროფესიონალი ბუღალტრის სამუშაოს. სათანადო ეთიკური ქცევა ისე მნიშვნელოვანია, როგორც ტექნიკური კომპეტენტურობა. ორგანიზაცია მოითხოვს, რომ სტაჟიორებმა მიიღონ შესაბამისი განათლება და პრაქტიკული გამოცდილება ნამდვილ წევრად გახდომამდე. შესაბამისად, სწავლებისა და პრაქტიკული გამოცდილების პერიოდი უნდა იყოს სტრუქტურიზებული, რათა სტაჟიორებს შესაძლებლობა მიეცეთ დააკვირდნენ პროფესიული ფასეულობების, ეთიკისა და ქცევების გამოყენებას სამუშაო სიტუაციაში.
17. პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაკვირვების პასუხისმგებლებმა თავიანთ სტაჟიორებთან ხაზი უნდა გაუსვან სამუშაო ადგილზე პროფესიონალი ბუღალტრის საქმიანობაში ეთიკური განზომილების როლს. ეს შეიძლება გაკეთდეს სტაჟიორების წახალისებით, მოახდინონ სამუშაო ადგილზე ეთიკური შემთხვევებისა და კონფლიქტების იდენტიფიცირება, ასეთ შემთხვე¬ვებ¬თან დაკავშირებით წინასწარი შეფასების ჩამოყალიბება და მათი გან¬ხილვა უფროსთან.
18. ხელმძღვანელებთან და დამკვირვებლებთან განხილვის გარდა, სტაჟიო¬რე¬ბი¬სათ¬ვის არსებობს ეთიკური პრობლემების განხილვის სხვა გზა. მაგალითად, განხილვა ან ინტერვიუ ორგანიზაციის ფარგლებში სხვა მოსამსახურე პერსო¬ნალთან.
19. სტაჟიორები და პროფესიონალ ბუღალტრებად ახლად კვალიფიცირებული პირები სარგებელს მიიღებენ დამქირავებლის სამუშაოსთან დაკავშირებული პოტენციური ეთიკური მნიშვნელობის მქონე შესაბამისი პრობლემების გან¬ხილ¬ვაში მონაწილეობით. მაგალითად, მონაწილეობა ინტერესთა კონფლიქტის განხილვაში, რომელიც დაკავშირებულია:
ა) პროფესიონალი ბუღალტრის სამუშაო (საწარმოს პოლიტიკით და დამკ¬ვირ¬ვებელთა ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების ჩათვლით) და მათ პროფესიულ ვალდებულებებთან (რომელიც განსაზღვრულია პრო¬ფე¬სი¬ული ეთიკის კოდექსით);
ბ) ინფორმაციის კონფიდენციალობასთან, კონფიდენციალობის ზღვრის ჩათვ¬ლით;
გ) პროფესიული ორგანიზაციის მოწყობასა და მიზანთან (წევრების სასარ¬გებ¬ლოდ ლობისტური საქმიანობის ჩათვლით);
დ) პროფესიონალი ბუღალტრების ინტერესთა კონფლიქტთან შეჯახების სხვა¬დასხვა გზებთან, მაგალითად, არაჯეროვანი დაცვა და შემოსავლების მართვა.
20. ეთიკური პრობლემები და დილემები შეიძლება ხდებოდეს. როდესაც არსებობს ეჭვი საქმიანობის კურსისა და სიტუაციის ეთიკურ ასპექტებზე, სტაჟიორმა კონსულტაცია უნდა მიიღოს ზოგიერთ აღიარებულ ეთიკურ მაკონტროლებელ ორიენტირზე, სამუშაო გარემოს ფარგლებში, ან ბაფ-ისაგან იმის შესახებ, რა არ შეიძლება იყოს საქმიანობის კურსის შესაბამისი.
პროფესიონალი ბუღალტრის განათლების სტანდარტი (გს) 5
პრაქტიკული გამოცდილების მოთხოვნები
სტანდარტის მიზანი
1. სტანდარტის მიზანია იმის გარანტია, რომ პროფესიონალი ბუღალტრობის პრე¬ტენ¬დენტებმა კვალიფიკაციის მინიჭების მომენტისათვის მიღებული აქვთ ისეთი პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც შესაფერისია კომპეტენტური პროფესი¬ო¬ნალი ბუღალტრისათვის.
2. შემდგომი განვითარება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს კვალიფიკაციის მინიჭების შემდეგ, რათა დაკმაყოფილდეს საზოგადოების მხრიდან პროფესიონალისადმი წაყენებული მოთხოვნები. ყველა შემთხვევაში, პროფესიული კომპეტენტურობის შესანარჩუნებლად მოითხოვება სწავლება მთელი ცხოვრების მანძილზე.
შესავალი
3. პროფესიონალი ბუღალტრის განათლების პროგრამით მიღებული ცოდნის დამატებით, პროფესიონალი ბუღალტრის სამუშაოს შესასრულებლად პრაქტი¬კუ¬ლი გამოცდილება მოითხოვება მანამ, სანამ კანდიდატი საზოგადოებაში გამოჩ¬ნდება, როგორც პროფესიონალი ბუღალტერი.
პრაქტიკული გამოცდილების მოთხოვნა
4. პროფესიონალი ბუღალტრის სამუშაოს შესრულების პრაქტიკული გამოცდი¬ლე¬ბის პერიოდი უნდა იყოს წინასაკვალიფიკაციო პროგრამის ნაწილი. ეს პერიო¬დი უნდა იყოს საკმაოდ ხანგრძლივი და ინტენსიური, რათა კანდიდატებმა შეძლონ იმის დემონსტრირება, რომ მათ შეიძინეს თავიანთი სამუშაოს კომპეტენტურად შესრულებისა და კარიერის მანძილზე განვითარებისათვის აუცილებელი პროფესიული ცოდნა, პროფესიული გამოცდილება და პროფესი¬ული ფასეულობები, ეთიკა და ქცევა.
5. პრაქტიკული გამოცდილების პერიოდი უნდა იყოს მინიმუმ სამი წელი.
6. მთელი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ზოგადი განათლების, პროფესიული განათლებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაბამისი შერწყმის გზით ჩამო¬ყალიბდეს კომპეტენტური პროფესიონალი ბუღალტერი. მათი კომბინაცია შეიძლება იცვლებოდეს, ვიდრე მე-4 და მე-5 პუნქტის მიზნები არ იქნება მიღწეული. პრაქტიკული გამოცდილებისათვის მოთხოვნილი დროის უბრალო ხარჯვა საკმარისი არ არის. სტაჟიორებმა უნდა მოახდინონ მიღწეული კომპეტენტურობის დემონსტრირება.
7. პრაქტიკული გამოცდილება შეიძლება მიღებულ იქნეს სასწავლო პროგრამის შემდეგ ან მის პარალელურად.
8. პრაქტიკული გამოცდილება აიარაღებს პროფესიული გარემოთი, რომელშიც სტაჟიორი სრულყოფს კომპეტენტურობას:
ა) ორგანიზაციასთან დაკავშირებით, საწარმოს სამეურნეო საქმიანობისა და საქმიან ურთიერთობებთან მიმართებით თავისი წარმოდგენის გაღრმავებით;
ბ) საბუღალტრო საქმეების სხვა საქმიან ურთიერთობებთან და ფუნქციებთან დაკავშირების შესაძლებლობებით;
გ) გარემო პირობების გაცნობით, რომელშიც მომსახურების გაწევა ხდება;
დ) შესაბამისი პროფესიული ფასეულობების, ეთიკისა და ურთიერთობების პრაქტიკაში, რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციაში განვითარებით;
ე) პასუხისმგებლობის პროგრესულ დონეზე მუშაობის შესაძლებლობის არსებობით.
მართვა და კონტროლი
9. ბაფ-ი უნდა იყოს იმის გარანტი (თავდები), რომ პრაქტიკული გამოცდილება, რომლიდანაც კანდიდატმა სარგებელი მიიღო, დამაკმაყოფილებელია. სტაჟი¬რება, რომელსაც მივყავართ პროფესიონალი ბუღალტრის კვალიფიკაციამდე, უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის გამოცდილი წევრის ხელმძღვანელობით. პრაქტიკული გამოცდილების ეფექტური პროგრამისათვის აუცილებელია ბაფ-ის, სტაჟიორის, ხელმძღვანელისა და დამქირავებლის ერთად მუშაობა.
10. პრაქტიკული გამოცდილების პროგრამა სტაჟიორისა და დამქირავებლისათვის უნდა იყოს ურთიერთსასარგებლო და ერთობლივად განვითარებული. ანგარიში პრაქტიკულად მიღებული გამოცდილების შესახებ პერიოდულად უნდა განიხი¬ლებოდეს ხელმძღვანელის მიერ.
11. სტაჟიორისათვის პროფესიონალი ბუღალტრის კვალიფიკაციის მინიჭებამდე აუცილებელია პროფესიულმა ორგანიზაციამ შეაფასოს სტაჟიორის მიერ მიღებული პრაქტიკული გამოცდილება, დამკვირვებლის ან ხელმძღვანელის მიერ განხილული წერილობითი და შეიძლება სტაჟიორის მიერ გაკეთებული ზეპირი ანგარიშის საფუძველზე.
12. ხელმძღვანელის ფუნქციის შესრულებაში ხელმძღვანელს ორგანიზაციიდან შეიძლება დაეხმაროს სხვა პირი, რომელიც შესაძლოა არ იყოს პროფესი¬ონალი ბუღალტერი.
13. პრაქტიკული გამოცდილების პროგრამა უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს, რათა დაკმაყოფილდეს ბაფ-ის მიერ დადგენილი გამოცდილების მოთხოვნა. იგი ასევე ქმედითი და მომგებიანია დამქირავებლისათვის, მიუხედავად იმისა დამქირავებელი მოქმედებს მრეწველობაში, ვაჭრობაში, სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ სექტორში.
14. ხელმძღვანელებს შეუძლიათ დაამყარონ მნიშვნელოვანი კავშირი ორგანიზა¬ცი¬ასა და სტაჟიორებს შორის. ისინი შეიძლება იყვნენ პასუხისმგებელნი პრაქტი¬კული გამოცდილების პერიოდის დაგეგმვასა და სტაჟიორის ხელმძღვანელობის უზრუნველყოფაში.
15. გამოცდილების ანგარიში, სტაჟიორისათვის დადგენილი სრული პროგრამის ფარ¬გ¬ლებში, უნდა იყოს რეგულარული, რათა გარანტირებული იყოს პროფესიული ორგანიზაციის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესრულება. თუ პროგრამის ფარგლებში წინსვლა არ შეესაბამება განვითარების მოსალოდნელ დონეს, სიტუაცია უნდა იქნეს განხილული მიზეზის აღმოსაჩენად და იმის დასად¬გენად, თუ რა და როგორ გაკეთდეს სიტუაციის გამოსასწორებლად.
16. გარანტირებული რომ იყოს შესაბამისი გამოცდილების მიღწევა, ბაფ-მა უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯები:
ა) მონიტორინგის სისტემის დაწესება, ჩვეულებრივ შერჩევის გზით, რომელიც უზრუნველყოფს პრაქტიკულად მიღებული გამოცდილების შემოწმებასა და ანგარიშგებას;
ბ) მეწარმეების, ხელმძღვანელებისა და სტაჟიორების უზრუნველყოფა მათი როლისა და ვალდებულებების და პრაქტიკული გამოცდილების პროგრამის შესახებ დეტალური წერილობითი სახელმძღვანელოთი;
გ) სტაჟიორის შესაბამისი გამოცდილების უზრუნველყოფისათვის შესაფერისი დამქირავებლის შერჩევის მექანიზმის დადგენა;
დ) პრაქტიკული გამოცდილების გარემოს შეფასება და მოწონება გამოცდი¬ლე¬ბის მიღების დაწყებამდე (მაგალითად, პრაქტიკული გამოცდილების ბუნება და შესაძლებლობა და დამქირავებელთა სასწავლო ღონისძიებები უნდა იქნეს განხილული, რათა გარანტირებული იყოს, რომ სტაჟიორი მიიღებს სათანადო მითითებას, დაკვირვებას, მინიშნებას, რეკომენდაციასა და შეფასებას);
ე) მიღებული პრაქტიკული გამოცდილების შემოწმება, წევრობამდე სტაჟიორის მიერ წარმოდგენილი წერილობითი და შეიძლება ზეპირი ანგარიშის საფუძველზე;
ვ) დამქირავებლისა და ხელმძღვანელის წინასწარი შერჩევა;
ზ) პერიოდული ანგარიშგების სისტემის დაწესება.
პროფესიონალი ბუღალტრის განათლების სტანდარტი (გს) 6
პროფესიული შესაძლებლობებისა და კომპეტენტურობის შეფასება
სტანდარტის მიზანი
1. სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს კანდიდატის პროფესიული შესაძლებ¬ლო¬ბისა და კომპეტენტურობის წინასაკვალიფიკაციო საბოლოო შეფასები¬სათ¬ვის.
2. სტანდარტი დაკავშირებულია პროფესიული განათლების პროგრამით მიღებუ¬ლი პროფესიული შესაძლებლობის (პროფესიული ცოდნა, პროფესიული უნარი და პროფესიული ფასეულობები, ეთიკა და ქცევა) შეფასებასთან.
3. განათლების სტანდარტების მიზნებისათვის პროფესიული ცოდნა, პროფესი¬ული უნარი და პროფესიული ფასეულობები, ეთიკა და ქცევა მთლიანობაში იწოდება როგორც `შესაძლებლობა~. შესაძლებლობა არის ინდივიდების ნიშან-თვისება, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, საქმის ცოდნით შეასრულონ თავიანთი როლი.
4. ზოგიერთი კომპეტენცია, პროფესიული უნარი და ფასეულობები შესაძლოა უკეთ იქნეს მოპოვებული პრაქტიკული გამოცდილებით და უკეთ შეფასებული სამუშაო ადგილზე ან სამუშაო ადგილის მოდელირებით.
შესავალი
5. ბაფ-ი, როგორც IFAჩ_ის წევრი ორგანიზაცია, პასუხს აგებს იმაზე, რომ გააჩნდეს ისეთი პროცედურები, რომლითაც წევრად აღიარებული იქნება შესაბამისი კვალიფიკაციის კანდიდატები. ზოგი შეფასება შეიძლება გაკეთდეს შესაძლებლობისა და კომპეტენტურობის საბოლოო შეფასებამდე.
6. კანდიდატს უნდა გააჩნდეს იმის დემონსტრირების უნარი, რომ:
ა) გააჩნია ნორმალური ტექნიკური ცოდნა სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნებში;
ბ) შეუძლია ტექნიკური ცოდნის გამოყენება ანალიტიკურ და ტექნიკურ ქმედებებში;
გ) შეუძლია სხვადასხვა საგნებიდან მიიღოს ცოდნა, რომელიც საჭიროა მრავალმხრივი და რთული პრობლემების გადასაჭრელად;
დ) მოცემული კორპორაციის მონაცემებიდან შესაბამისი და არაშესაბამისი ინფორმაციის გარჩევით შეუძლია სპეციფიკური პრობლემის გადაჭრა;
ე) მრავალმხრივი პრობლემების სიტუაციაში შეუძლია პრობლემის იდენტიფიცირება და გადაწყვეტის თანმიმდევრობის შეფასება;
ვ) დაუშვას, რომ შეიძლება იყოს ალტერნატიული გადაწყვეტა და შეაფასოს განსჯის როლი;
ზ) შეუძლია გააერთიანოს სხვადასხვა სფეროს ცოდნა და გამოცდილება;
თ) შეუძლია მომხმარებლებთან ეფექტური კავშირი, რეალისტური რეკომენდა¬ცი¬ების მოკლედ და ლოგიკური ხერხით ფორმულირებით;
ი) შეუძლია ეთიკური დილემის იდენტიფიცირება.
7. კვალიფიკაციის პროცესის პრაქტიკული გამოცდილების ნაწილის დანიშნუ¬ლებაა გააიოლოს განვითარება და წარმართოს პროფესიული ცოდნის, პრო¬ფე¬სიული უნარის და პროფესიული ფასეულობების, ეთიკისა და ქცევის გამო¬ყენება. საბოლოოდ, მხოლოდ პრაქტიკული გამოცდილებით ახდენს სტაჟიორი მის მიერ პროფესიონალი ბუღალტრის როლის შესრულებაში კომპეტენტუ¬რობის დემონსტრირებას.
პროფესიული შესაძლებლობებისა და კომპეტენტურობის შეფასება
8. პროფესიონალი ბუღალტრის კვალიფიკაციის მინიჭებამდე უნდა შეფასდეს კან¬დიდატების პროფესიული შესაძლებლობა და კომპეტენტურობა. ბაფ-ი პასუ¬ხისმგებელია საბოლოო შეფასებაზე, რომ კანდიდატს გააჩნია მომდევნო პუნქტში მოტანილი მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაცია.
9. პროფესიული შესაძლებლობებისა და კომპეტენტურობის საბოლოო შეფასება უნდა:
ა) მოითხოვდეს კანდიდატების პასუხების მნიშვნელოვან პროპორციას წერი¬ლო¬ბით;
ბ) იყოს საიმედო და ნამდვილი;
გ) მოიცავდეს პროფესიული ცოდნის, პროფესიული უნარის და პროფესიული ფასეულობების, ეთიკისა და ქცევის მთელი დიაპაზონის საკმარის რაოდე¬ნობას, რათა შეფასება ნდობას იმსახურებდეს;
დ) იყოს გაკეთებული რეალობასთან მჭიდრო კავშირში წინასაკვალიფიკაციო პროგრამის დასასრულისათვის.
10. პროფესიული შესაძლებლობებისა და კომპეტენტურობის შეფასება ემსახუ¬რე¬ბა რამდენიმე მიზანს. პირველ რიგში ბაფ-ს, როგორც IFAჩ-ის წევრი ორგანი¬ზაცია პასუხისმგებელია იმის გარანტიაზე, რომ პროფესიონალ ბუღალტერს გააჩნია ისეთი შესაძლებლობა და კომპეტენტურობა, როგორსაც მოელიან მეწარმეები, კლიენტები და საზოგადოება. მეორე, პირი, რომელიც ფუნქციუ¬რად ვალდებულია იზრუნოს თავისი კლიენტების, დამქირავებლისა და შესა¬ბა¬მისი აქციონერებისათვის, საჭიროა თავისი შესაძლებლობა აჩვენოს კომპეტენტური მანერით შეასრულოს ეს მოვალეობა. მესამე, საზოგადოების ინტერესი დაცულია და პროფესიის ნდობა გაზრდილია, როდესაც პროფესი¬ონალი ბუღალტრობა ნებადართულია მხოლოდ მათთვის, ვინც ასრულებს პროფესიის კომპეტენტურობის სტანდარტებს.
11. კრიტიკული აზრი მდგომარეობს იმაში, რომ არის თუ არა შეფასება საიმედო და ნამდვილი. საიმედო შეფასებები თანმიმდევრულ, ობიექტურ შედეგს იძლე¬ვა გარკვეული დროის შემდეგ. შეფასების ნამდვილი (ძალამოსილი) მეთოდები აფასებს სასურველ შედეგებს და შეუძლია გამოიყენოს რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები (საზომი). შეფასება უნდა იყოს მისაღები საწა¬რმოს პარტნიორებისათვის და ემსახურებოდეს საზოგადოების ინტერესებს.
12. შეფასება უნდა იყოს შესაფასებელი პროფესიული ცოდნის, პროფესიული უნარის და პროფესიული ფასეულობების, ეთიკისა და ქცევის შესაბამისი.
13. არარეალურია შესაძლებლობისა და კომპეტენტურობის მთელი დიაპაზონის შეფასება ნებისმიერ ერთ სესიაზე, მთელი დიაპაზონი მოცული უნდა იყოს რამდენიმე სესიაზე. ზოგიერთი მასალა შეიძლება მოცული იყო ადრე და ექსპერტს უფლება აქვს ივარაუდოს, ეს მასალა ათვისებული და გაგებულია. სხვა შემთხვევაში ზოგიერთი კომპეტენტურობიდან შეიძლება შეფასებული იყო პრაქტიკული გამოცდილების პერიოდის მსვლელობისას.
14. კანდიდატთა პროფესიული შესაძლებლობებისა და კომპეტენტურობის შეფა¬სე¬ბის საკმარისი მტკიცებულების უზრუნველსაყოფად, შეფასებამ აუცილებლად უნდა განსაზღვროს მნიშვნელოვნი წონის მქონე პასუხი.
15. კანდიდატებმა ასევე უნდა შეძლონ იმის დემონსტრირება, რომ მათ შეუძლიათ მდგომარეობის დიაპაზონის ყველა სხვადასხვა ელემენტის გაერთიანება და მათი გამოყენება პროფესიონალ ბუღალტრად მუშაობისას.
16. შეფასებამ შეიძლება ასევე მოიცვას ზეპირი ან ჯგუფური შეფასება, როგორც ობიექტური გამოცდის დამატებითი წყარო. სცენარზე დაფუძნებული კითხვები და სიტუაციური მაგალითები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ინტელექტუა¬ლუ¬რი გამოცდილების მაღალ დონეზე შესამოწმებლად. შეფასება უნდა იყოს პრო¬ფე¬სიონალი ბუღალტრის შესაბამისი სიძნელის დონეზე, რათა შენარჩუნდეს შესაძლებლობებისა და კომპეტენტურობის საბოლოო ტესტირე¬ბის სანდოობა.
17. პროფესიული შესაძლებლობა და კომპეტენტურობა შეიძლება შეფასდეს ინდივიდის წინასაკვალიფიკაციო პროგრამის მთელი რიგი ნაწილების მიხედ¬ვით. თუმცა, საბოლოო საკვალიფიკაციო შეფასება, როგორც რეალობასთან დაახლოებული, უნდა განხორციელდეს ინდივიდის წინასაკვალიფიკაციო პროგრამის დასრულებისათვის. ამ საბოლოო შეფასებამ უნდა მოიცვას პროფესიული ცოდნის, პროფესიული უნარის და პროფესიული ფასეულო¬ბების, ეთიკისა და ქცევის საკმარისი ძირითადი ნაწილი, რომელიც აუცილე¬ბე¬ლია იმის სადემონსტრაციოდ, რომ ინდივიდს გააჩნია პროფესიონალ ბუღალ¬ტრად კვლიფიცირებისათვის აუცილებელი შესაძლებლობა და კომპე¬ტენ¬ტურობა.
პროფესიონალი ბუღალტრის განათლების სტანდარტი (გს) 7
პროფესიული განვითარების გაგრძელება: განგრძობითი სწავლების პროგრამა და პროფესიული კომპეტენციის განვითარების გაგრძელება
სტანდარტის მიზანი
27. წინამდებარე სტანდარტი ადგენს, რომ საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ბაფ):
ა) აწესებს პროფესიონალი ბურალტრების განგრძობითი სწავლების ვალდებულებას;
ბ) უზრუნველყოფს პროფესიული შესაძლებლობების განვითარების გაგრძელების ხელმისაწვდომობას და რესურსებს მის წევრებისათვის;
გ) საზოგადოების ინტერესის დაცვის უზრუნველსაყოფად აწესებს წევრების მიერ პროფესიული კომპეტენტურობის შენარჩუნებისა და განვითარების განმსაზღვრელ პირობებს;
დ) აკონტროლებს პროფესიონალი ბურალტრების პროფესიული კომპეტენტურობის შენარჩუნებასა და განვითარების გაგრძელებას.
28. ეს სტანდარტი ემყარება იმ პრინციპს, რომ ყოველი პროფესიონალი ბურალტრის მოვალეობაა განავითაროს და შეინარჩუნოს პროფესიული კომპეტენტურობა, რომელიც აუცილებელია კლიენტების, დამქირავებლებისა და სხვა აქციის მფლობელებისათვის მაღალი ხარისხის მომსახურების გასაწევად.
შესავალი
29. სტანდარტი ადგენს, რომ ორგანიზაციის წევრი ასრულებს პროფესიული განვითარების გაგრძელებას (პგგ), როგორც პროფესიონალი ბუღალტრის ხანგრძლივი წევრობის კომპონენტის შემადგენელ მოთხოვნას. ასეთ მოთხოვნას წვლილი შეაქვს პროფესიის მიზნის განხორციელებაში _ უზრუნველყოს მაღალხარისხიანი მომსახურება საზოგადოების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
30. სტანდარტი ნერგავს პგგ-ის სათანადო (რელევანტურ), შემოწმებად და ცოდნის მისაღები მოქმედებისა და შედეგის შეფასებად კონცეფციას.
31. პგგ დამოკიდებულია მოქმედებებზე ცოდნის მისაღებად, რომელიც პროფესიონალ ბუღალტერს უნვითარებს და უნარჩუნებს უნარს იმოქმედოს საქმის ცოდნით პროფესიული გარემოს ფარგლებში.
32. ცოდნა, რომელიც საჭიროა პროფესიონალი ბუღალტრის სახით ფუნქციონირებისათვის საზოგადოებრივ პრაქტიკაში, მრეწველობაში, ვაჭრობაში, განათლებასა და საჯარო სექტორში, ფართოვდება და იცვლება მაღალი ტემპით. პროფესიონალი ბუღალტრების წინაშე დგას გაზრდილი ცოდნისა და გამოცდილების მოლოდინი. ისინი და მათთან ერთად, ბაფ-ი დგას შიდა კონტროლის ხარისხის, ხელმძღვანელების, ფინანსური ანგარიშგებისა და დამოუკიდებელი აუდორების უპრეცენდენტო გამომცდელი მზერის წინაშე. ეს ზეწოლა ეხება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის პროფესიონალ ბურალტრებს. გარდა ამისა, კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების აუცილებლობამ ყველა ტიპის ობიექტებში წარმოშვა დამატებითი შტრიხი პროფესიონალი ბუღალტრის როლსა და მოვალეობებში. პროფესიონალ ბუღალტრებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ყველა სექტორის საქმიანობაში. ეს მოლოდინი რომ გაამართლოს პროფესიონალმა ბურალტერმა, უკიდურესად მნიშვნელოვანი და აუცილებელია პროფესიული კომპეტენტურობის ხანგრძლივი განვითარება და განგრძობითი სწავლა.
33. პროფესიული განვითარების გაგრძელება, თავისთავად, არ უზრუნველყოფს იმის გარანტიას, რომ ყველა წევრი ყოველთვის შეასრულებს მაღალი ხარისხის პროფესიულ მომსახურებას. პროფესიული განვითარების გაგრძელება უფრო უზრუნველყოფს პროფესიული კომპეტენტურობის შენარჩუნებას. იგი განაპირობებს ცოდნის გამოყენებას პროფესიული წინდახედულობითა და მიუკერძოებელი დამოკიდებულებით. ასევე არ არსებობს გარანტია, რომ პროფესიული განვითარების გაგრძელების პროგრამაში მონაწილე ყველა პირი მიიღებს სარგებელს ამ პროგრამიდან, ინდივიდების განსხვავებული ქმედებისა და სწავლის უნარის გამო. თუმცა ცხადია, რომ წევრებს, რომლებსაც არ გააჩნიათ მათი სამუშაო ადგილის მოთხოვნების შესაფერისი უახლესი ტექნიკური და ზოგადი ცოდნა, არ ექნებათ პროფესიული მომსახურების საქმის ცოდნით უზრუნველყოფის უნარი. ამიტომ, პროფესიული განვითარების გაგრძელების პროგრამაში მონაწილე ადამიანებისათვის დამახასიათებელი შეზღუდულობის მიუხედავად, პროფესიული განვითარების გაგრძელების მოთხოვნა მნიშვნელოვანია საზოგადოების ნდობის შესანარჩუნებლად.
განგრძობითი სწავლების ხელშეწყობა
34. ბაფ-ი ხელს უწყობს ყველა პროფესიონალი ბუღალტრისათვის კომპეტენტურობის უწყვეტი სრულყოფისა და განგრძობითი სწავლების ვალდებულების მნიშვნელობის განვითარებას.
35. ყველა პროფესიონალი ბუღალტერი ვალდებულია აიმაღლოს და შეინარჩუნოს თავისი პროფესიონალური კომპეტენტურობა იმ დონეზე, რომელიც შესაბამისი იქნება მათი სამუშაოს ბუნებისა და პროფესიონალური ვალდებულების. ეს ვალდებულება ეხება ყველა პროფესუინალ ბუღალტერს, მიუხედავდ იმისა ისინი დაკავებული არიან ბუღალტრული აღრიცხვის ტრადიციულ ცფეროში თუ სხვა სფეროში.
36. განგრძობითი სწავლების პროცესი იწყება პროფესიონალ ბუღალტრად საკვალიფიკაციო პროგრამის გაგრძელებით. პროფესიული განვითარების გაგრძელება არის გაფართოება განათლების პროცესისა, რომელმაც განაპირობა პროფესიონალ ბურალტრად კვალიფიცირება. კვალიფიცირების მომენტისათვის მიღწეული პროფესიული ცოდნა, პროფესიული გამოცდილება და პროფესი¬ული ფასეულობები, ეთიკა და ქცევა აგრძელებს ინდივიდის პროფესიონალური ქცევისა და ვალდებულებების შესაბამისად განვითარებას და სრულყოფას.
37. ბაფ-ი თვითონ უზრუნველყოფს პროფესიონალი ბუღალტრებისათვის პროფესიული განვითარების გაგრძელების შესაფერის პროგრამას და აადვილებს სხვების მიერ შეთავაზებული პროგრამების ხელმისაწვდომობას.
პროფესიული განვითარების გაგრძელების ვალდებულება ყველა პროფესიონალი ბუღალტრისათვის
38. ბაფ-ი მოითხოვს, რომ ყველა პროფესიონალმა ბუღალტერმა განივითაროს და შეინარჩუნოს მისი სამუშაო ადგილისა და მოვალეობის შესაფერისი და შესაბამისი კომპეტენტურობა. კომპეტენტურობის განვითარებასა და შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობა აკისრია პირველ რიგში თითოეულ პროფესიონალ ბუღალტერს.
39. პროფესიული განვითარების გაგრძელება თანაბრად აუცილებელია ყველა პროფესიონალი ბურალტრისათვის, მოიხედავად ბიზნესის სახისა და სიდიდისა, სადაც ისინიმუშაობენ, იმიტომ, რომ:
ა) ყველა პროფესიონალ ბუღალტერს აკისრია თავის კლიენტზე, დამქირავებელსა და შესაბამის კაპიტალის მფლობელზე ზრუნვის ეთიკური ვალდებულება და წარმოეშობა ამ ვალდებულების კომპეტენტური მანერით შესრულების დემონსტრირების აუცილებლობა;
ბ) პროფესიონალ ბუღალტრებს გააჩნია მნიშვნელოვანი მდგომარეობა (ადგილი) ყველა სფეროში, როგორიცაა ფინანსური ანგარიშგება, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და საზოგადოებრივი ნდობის შენარჩუნება;
გ) ყველა სფერო ექვემდებარება გარემოს სწრაფ ცვალებადობას და შესაბამისად, წარმოიშობა სტრატეგიული ან ბიზნეს გეგმის შეცვლილი გარემოსადმი მისადაგების მოთხოვნა, რაშიც ორგანიზაციის იმედია პროფესიონალი ბუღალტრის პროფესიული კომპეტენტურობა
პროფესიული განვითარების გაგრძელებისადმი მიდგომა
40. პროფესიული განვითარების გაგრძელების მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ დაეხმაროს პროფესიონალ ბურალტრებს პროფესიული კომპეტენციის განვითარებით უზრუნველყონ საზოგადოების ინტერესების შესაბმისად მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა. პროფესიული განვითარების გაგრძელების მისაღწევად ბაფ-ი გამოიყენებს ორ მიდგომას. კერძოდ:
ა) დასწრებაზე დაფუძნებული მიდგომას _ რომელიც ადგენს წსავლების ღონისძიების განსაზღვრულ მოცულობას, რომელიც განიხილება კომპეტენტურობის სათანადოდ განმავითარებლად და შემნარჩუნებლად;
ბ) შედეგზე დაფუძნებული მიდგომას _ რომელიც პროფესიონალი ბუღალტრებისაგან მოითხოვს შედეგის მიხედვით იმის დემონსტრირებას, რომ ისინი ინვითარებენ და ინარჩუნებენ პროფესიულ კომპეტენტურობას;
41. დასწრებაზე დაფუძნებული მიდგომით პროფესიული განვითარების გაგრძელებას დაექვემდებარება პროფესიონალი ბუღალტერი, რომელიც ვერ მოახდენს პროფესიული კომპეტენტურობის განვითარებისა და შენარჩუნების დემონსტრირებას შედეგზე დაფუძნებული მიდგომით.
42. დასწრებაზე დაფუძნებული მიდგომით პროფესიული განვითარების გაგრძელებას დაქვემდებარებულ პროფესიონალი ბუღალტერს მოეთხოვება ყოველწლიურად დაამთავროს ყველაზე მცირე 20 საათიანი სასწავლო სააუდიტორიო ციკლი (სემინარი).
43. დასწრებაზე დაფუძნებული მიდგომით პროფესიული განვითარების გაგრძელების უზრუნველსაყოფად ბაფ-ი მსურველი პროფესიონალი ბუღალტრებისათვის აწყობს ორგანიზებულ სემინარს წელიწადში ერთხელ.
44. პროფესიონალმა ბუღალტერმა შეიძლება დასწრებაზე დაფუძნებული მიდგომით პროფესიული განვითარება გააგრძელოს სხვა ეკვივალენტურ სასწავლო ციკლში მონაწილეობით. სასწავლო ციკლის ეკვივალენტურობას ადგენს ბაფ-ის განათლების კომიტეტი პროფესიონალი ბუღალტრის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.
45. შედეგზე დაფუძნებული მიდგომით პროფესიული განვითარების გაგრძელებას დაქვემდებარებული პროფესიონალი ბუღალტრებისაგან ბაფ-ი მოითხოვს, რომ მოახდინონ სათანადო კომპეტენტურობის განვითარებისა და შენარჩუნების პერიოდული დემონსტრირება შესაბამისი მტკიცებულებით, რომელიც:
ა) მიუკერძოებლად არის დამოწმებული კომპეტენტური წყაროს მიერ; და
ბ) გონივრულად გამოყენებადია შეფასების კომპეტენტური მეთოდისათვის.
46. შედეგზე დაფუძნებული სისტემისათვის კომპეტენტურობის განვითარების ან შენარჩუნების ობიექტური შეფასება არის კომპეტენტურობის დადასტურება. დადასტურება უნდა უზრუნველყოს უფლებამოსილმა წყარომ, რომელიც ამტკიცებს, რომ კომპეტენტურობა იყო განვითარებული და შენარჩუნებული საფუძვლიანი მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. შეფასებამ ნათლად უნდა დაადგინოს შედეგი ან მიღწეული კომპეტენცია, რომელიც შეიძლება იყოს განვითარების სპეციფიკური სწავლების ან გაფართოებული პროგრამის შედეგი.
47. მტკიცებულება შესაძლოა იყოს მრავალფეროვანი. მტკიცებულების მაგალითებია:
ა) ნაწერი ან გამოქვეყნებული მასალის შეფასება რეცენზენტის მიერ;
ბ) პროფესიული სტატიის ან სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომის პუბლიკაცია;
გ) პერიოდული გამეორებითი გამოცდა;
დ) პროფესიული ან სხვა კვალიფიკაცია; და სხვ.
მონიტორინგი და სანქცია
48. ბაფ-ი ახორციელებს სისტემატიურ შემოწმებას პროფესიონალი ბუღალტრების მიერ პროფესიული განვითარების გაგრძელების მოთხოვნების შესრულებაზე და ადგენს შესაბამის სანქციას მოვალეობის შეუსრულებლობაზე.
49. შემოწმების მიზანია დადგინდეს თუ როგორი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ბაფ-ის წევრები პროფესიული კომპეტენციის განვითარებასა და შენარჩუნებას.
50. შემოწმება ემყარება ბაფ-ის განათლების კომიტეტის ხელთარსებულ ინფორმაციას პროფესიონალი ბუღალტრის მიერ დასწრებაზე დაფუძნებული მიდგობით განგრძობითი სწავლებაში მონაწილეობის შესახებ ან პროფესიონალი ბუღალტრის მიერ წარდგენილ ანგარიშს შედეგზე დაფუძნებული მიდგომით პროფესიული განვითარების გაგრძელების შესახებ.
51. კონტროლის უზრუნველსაყოფად ბაფ-ი პროფესიონალი ბუღალტრებისაგან მოითხოვს ანგარიშს პროფესიული განვითარების გაგრძელებასთან დამოკი¬დებულების შესახებ. ასეთი ანგარიშის წარდგენა არ ევალება პროფესიონალ ბურალტერს, რომელიც დასწრებაზე დაფუძნებული მიდგომის ფარგლებში მონაწილეობას იღებს ბაფ-ის მიერ ორგენიზებულს სასწავლო სემინარში.
52. პროფესიული განვითარების გაგრძელებასთან დამოკიდებულების შესახებ ანგარიში ბაფ-ს წარედგინება წელიწადში ერთხელ ყოველი კალენდარული წლის ბოლომდე.
53. სავალდებულო პროფესიული განვითარების გაგრძელება მხოლოდ მაშინ მუშაობს ეფექტურად, როდესაც მოხდება სავალდებულო პროფესიული განვითარების აუცილებლობაში პროფესიონალი ბუღალტრის დარწმუნება, ან თუ პროფესიონალი ბუღალტერი არ ემორჩილება სავალდებულო მოთხოვნას, მის მიმართ გამოყენებული იქნება სანქცია.
54. სანქციის ზომად შესაძლოა გამოყენებული იქნეს სავალდებულო პროფესიული განვითარების გაგრძელებისადმი დაუმორჩილებელი პროფესიონალი ბუღალტრის დასახელება საერთო კრებაზე, შეტყობინება დამქირავებლისათვის, ინფორმაც გამოქვეყნება და უკიდურეს შემთხვევაში ბაფ-იდან გარიცხვა.
55. სავალდებულო პროფესიული განვითარების გაგრძელებისადმი დაუმორჩილებელი პროფესიონალი ბუღალტრის მიმართ პირველი ნაბიჯი ითვალისწინებს მიმართვას გონივრულად დასაშვებ ვადაში სავალდებულო მოთხოვნისათვის დამორჩილების მოთხოვნით. აუცულებელია სიფრთხილის გამოჩენა ძალიან მკაცრი სანქციის მისაღების დროს.
56. ბაფ-ის წევრობიდან გარიცხვა შესაძლოა გამოყენებულიქნას იმ პროფესიონალი ბურალტრის მიმართ, რომელიც, ბაფ-ის მიმართვის შემდეგ ალბათ ისევ გააგრძელებს პროფესიული განვითარების გაგრძელების იგნორირებას.