|
საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია
გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ გამოცდებზე ქცევის წესები
1. პრეტენდენტი გამოცდაზე უნდა გამოცხადდეს მის დაწყებამდე სულ მცირე 30 წუთით ადრე. გამოცდის დაწყებამდე ყველა პრეტენდენტმა უნდა იცოდეს თავისი ადგილი აუდიტორიაში. გამოცდა მიმდინარეობს 2.15 ან 3.30 საათი.
2. პრეტენდენტმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინოს ბაფის წევრობისა და პირადობის დამადასტურებელი (სურათიანი) მოწმობა. პრეტენდენტი ვალდებულია საგამოცდო მაგიდაზე, გამოცდის დამთავრებამდე, ედოს პირადობის მოწმობა.
3. პრეტენდენტმა თან უნდა იქონიოს კალკულატორი, სახაზავი, კალამი, ფანქარი, საშლელი, სათლელი _ ეს ნივთები გამოცდაზე არ გაიცემა.
4. პრეტენდენტს ეკრძალება გამოცდაზე სახელმძღვანელოების, სასწავლო მასალის, ან რაიმე ჩანაწერის შეტანა. ხელჩანთები საგამოცდო აუდიტორიაში უნდა მოთავსდეს მაგიდის გვერდზე.
5. პრეტენდენტს საგამოცდო წესების დარღვევად ჩაეთვლება ჰოლში წიგნებით სარგებლობა.
6. გამოცდაზე არ დაიშვება ჩართული მობილური ტელეფონების შეტანა.
7. პრეტენდენტებს გამოცდის განმავლობაში ეკრძალებათ ერთმანეთთან საუბარი.
8. გამოცდაზე არ დაიშვება ის პრეტენდენტი, რომელიც დაგვიანებით გამოცხადდება.
9. პრეტენდენტს უფლება აქვს მოსაწევად ან ტუალეტში გავიდეს მხოლოდ გამოცდაზე მეთვალყურის ნებართვით, გამოცდის დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ. პრეტენდენტს უფლება არა აქვს მოსაწევად ან ტუალეტში გავიდეს გამოცდის ბოლო 30 წუთის განმავლობაში.
10. გადაწერის ან გადაჩურჩულების მცდელობისას პრეტენდენტი მოიხსნება გამოცდიდან.
11. პრეტენდენტმა მუშაობა უნდა შეწყვიტოს ოფიციალური პირის მიერ გამოცდის დამთავრების შესახებ გამოცხადებისთანავე.
გავეცანი.
გვარი: ხელმოწერა
|