|
ბაფის განათლების სტანდარტები წარმოადგენს პროფესიული სერტიფიცირების სახელმძღვანელო დოკუმენტებს, რომლებიც შექმნილია ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (ბსფ) მიერ შემუშავებული განათლების სტანდარტების საფუძველზე და მოიცავს მათ ყველა დებულებას. ბაფის გამგეობის მიერ დამტკიცებულია განათლების შემდეგი სტანდარტები:
1. პროფესიონალი ბუღალტრის განათლების სტანდარტი (გს) 1 ,,პროფესიონალ ბუღალტერთა განათლების პროგრამაში ჩართვისათვის აუცილებელი წინაპირობა" (ოქმი # 5. 12 ოქტომბერი 2005 წ.) 2. პროფესიონალი ბუღალტრის განათლების სტანდარტი (გს) 2 ,,პროფესიონალი ბუღალტრის განათლების პროგრამის შინაარსი" (ოქმი # 5. 12 ოქტომბერი 2005 წ.)
3. პროფესიონალი ბუღალტრის განათლების სტანდარტი (გს) 3 ,,პროფესიული უნარი" (ოქმი # 5. 12 ოქტომბერი 2005 წ.)
4. პროფესიონალი ბუღალტრის განათლების სტანდარტი (გს) 4 ,,პროფესიული ფასეულობა, ეთიკა და ქცევა" (ოქმი # 5. 12 ოქტომბერი 2005 წ.)
5. პროფესიონალი ბუღალტრის განათლების სტანდარტი (გს) 5 ,,პრაქტიკული გამოცდილების მოთხოვნები" (ოქმი # 5. 12 ოქტომბერი 2005 წ.)
6. პროფესიონალი ბუღალტრის განათლების სტანდარტი (გს) 6 ,,პროფესიული შესაძლებლობებისა და კომპეტენტურობის შეფასება" (ოქმი # 5. 12 ოქტომბერი 2005 წ.)
7. პროფესიონალი ბუღალტრის განათლების სტანდარტი (გს) 7 ,,პროფესიული განვითარების გაგრძელება: განგრძობითი სწავლების პროგრამა და პროფესიული კომპეტენციის განვითარების გაგრძელება" (ოქმი # 3. 25 მაისი 2007 წ.) ბაფის განათლების სტანდარტებთან ერთად, პროფესიული სერტიფიცირების რეგულირების მიზნით, ბაფი იყენებს დებულებას ,,საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის მიერ პრეტენდენტისათვის პროფესიონალი ბუღალტრის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ".
|