|
ავტორი - Administrator
MONDAY, 03 May 2011 11:04
ACCA-ის პროგრამის ინგლისურენოვან სექტორზე
დარეგისტრირების მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ:
დარეგისტრირება ACCA პროგრამის ინგლისურენოვან სექტორზე ხდება ყოველი წლის 8 მაისამდე (ივნისის გამოცდებისათვის) და 8 ნოემბრამდე (დეკემბერის გამოცდებისათვის).
თუ სტუდენტს სურს ლექციებზე დასწრება მაშინ დარეგისტრირება უნდა მოხდეს ლექციების დაწყებამდე (თებერვლის ბოლომდე ან სექტემბრის მეორე კვირამდე).
დარეგისტრირების წესი:
1. სტუდენტმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია გლაზგოს საიტზე და დარეგისტრირების მომენტში თან დაურთოს ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთების სკანირებული ვერსია.
ონლაინით რეგისტრაციის გზა:
www.accaglobal.com – Our Qualification – ACCA qualification – Apply now-How to apply (გაეცანით წესებს და შემდეგ გააგრძელეთ) –
ʘ მონიშნეთ ACCA qualification – country – და ბოლოს apply now.
გთხოვთ, რეგისტრაციის გავლისას მეტი ყურადღებით აკრიფოთ თქვენი იმეილის მისამართი, რათა აუცილებლად მიიღოთ შეტყობინება გლაზგოდან.
შემდეგ დაასკანერეთ ქვემოთ მოცემული საბუთები და თავადვე ატვირთეთ რეგისტრაციის გავლისას.
საბუთები:
* დიპლომის ასლი (ან ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ცნობა სასწავლებლიდან ქართულ და ინგლისურ ენაზე);
* ნასწავლი საგნების ნუსხა (თუ მხოლოდ ქართულ ენაზე გაქვთ, მაშინ უნდა ათარგმნინოთ და ნოტარიულად დაამოწმებინოთ ქართულ და ინგლისურ ენაზე);
* პასპორტის ასლი (ან პირადობის ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი ქართულ და ინგლისურ ენაზე);
* ფოტოსურათი 3X4.
ინფორმაცია დარეგისტრირების შესახებ
2. დარეგისტრირების დაწყებისთანავე სტუდენტს მიენიჭება რეგისტრაციის ნომერი (იგივე ID). სტუდენტი ასევე მიიღებს შემდგომ ( მეორე) შეტყობინებას, სადაც მითითებული იქნება მის პირად ანგარიშში შესასვლელი კოდი (personal account Passcode).
(გთხოვთ კოდის გამოყენებისას არ დაბლოკოთ ვებგვერდი. გვერდის არ გახსნის შემთხვევაში არ აკრიფოთ კოდი სამზე მეტჯერ).
პირადი ვებგვერდის გამოყენება
3. რეგისტრაციის ნომრისა (ID) და კოდის (Passcode) საშუალებით სტუდენტი შედის თავის პირად ანგარიშზე (MYACCA), სადაც მოცემულია ინფორმაცია სტუდენტის შესახებ, ასევე ინფორმაცია გადასახდელი თანხების შესახებ (www.accaglobal.com - MYACCA - Fees and payments). თითოეული თანხის გასწვრივ ინვოისის ნომერზე მაუსის დაჭერით გამოდის ინფორმაცია, თუ რა ვადაში უნდა იქნას დაფარული პირად ანგარიშზე მითითებული თანხები (Registration fee, annual fee, exemption fee, exam fee). ვადის გადაცილების შემთხვევაში, გლაზგოს სათავო ოფისიდან სტუდენტს იმეილზე ეგზავნება შეტყობინება-გაფრთხილება. თუ სტუდენტი არ გაითვალისწინებს ამ შეტყობინებაში მითითებულ გადახდის ვადებს, მაშინ მისი რეგისტრაცია გაუქმდება ავტომატურად.
დარეგისტრირებული საბუთები
4. დარეგისტრირების შესახებ ინფორმაციას გლაზგოდან სტუდენტს ატყობინებენ ე-მაილზე.
ლექციები
5. სწავლა იწყება თებერვლის (სექტემბრის) თვეში. სწავლის დაწყებამდე ჩვენს საიტზე გამოცხადდება ღია კარის დღე (თებერვლის მესამე კვირაში და სექტემბრის მეორე კვირაში) , სადაც სტუდენტებს შეუძლიათ ჩაეწერონ “პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტის” მიერ ორგანიზებულ მათთვის სასურველი წიგნების ლექციებზე.
6. წიგნებზე (ლექციებზე) ჩაწერის შემდეგ, სწავლის დაწყებამდე, სტუდენტი იხდის სწავლის საფასურს, რომელიც შეადგენს 410 ლარს. თითო წიგნი ისწავლება ერთი სემესტრის განმავლობაში. დაშვებულია ერთდროულად 4 წიგნის გამოცდაზე გასვლა ერთ სემესტრში. თუმცა, გთხოვთ გაითვალისწინოთ თქვენი თავისუფალი დროის რესურსი. თითოეულ ეტაპში შემავალი წიგნების თანმიმდევრობა შეგიძლიათ თავად შეარჩიოთ (წიგნების სტრუქტურა იხილეთ ჩვენს საიტზე: ACCA წიგნები). პირველი სერტიფიკატი გაიცემა მხოლოდ პირველი 3 წიგნის გამოცდის ჩაბარების შემდეგ.
7. ყოველ სემესტრში სტუდენტი ასევე იხდის მომსახურების თანხას, რომელიც შეადგენს: 42 ლარს.
ყველა გადასახადი უნდა გადახდილ იქნეს სხვადასხვა საბანკო რეკვიზიტებზე (იხილეთ საბანკო რეკვიზიტებში).
ACCA-ის გადასახადები
8. ACCA-ში დარეგისტრირებული სტუდენტი ყოველწლიურად (სანამ დარეგისტრირებულია ACCA-ს სასწავლო პროგრამაში) იხდის წლიურ საწევრო გადასახადს (annual fee), რომელიც ამჟამად 2012 წლის მდგომარეობით შეადგენს: 77 ფუნტს (საწევრო გადასახადი მზარდია 2-3 ფუნტით ყოველწლიურად).
ACCA-ის რეგისტრაციის გაუქმება
9. სტუდენტმა, რომელიც გადაწყვეტს სწავლის შეწყვეტას და შესაბამისად რეგისტრაციის გაუქმებას, აუცილებლად, წერილობით უნდა შეატყობინოს ამის შესახებ ACCA-ის გლაზგოს ადმინისტრაციას. მხოლოდ ამის შემდგომ ეხსნება მას ყოველი შემდგომი გადასახადი, ასევე საწევრო. (სწავლის შეწყვეტისას, სტუდენტს თუ არ აქვს შესრულებული რეგისტრაციის გაუქმების პროცედურები, მას ერიცხება საწევრო, რომელიც დავალიანებაში ეწერება. რეგისტრაციის გაუქმების პროცედურაში შედის შეტყობინების გაგზავნა გლაზგოს ადმინისტრაციის ოფისში რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით, რის შემდეგაც იქიდან მოდის დასტური რეგისტრაციის გაუქმების შესახებ).
ACCA-ის რეგისტრაციის აღდგენა
10. რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ შესაძლებელია ხელახალი რეგისტრაცია (რეგისტრაციის აღდგენა). ამისათვის, სტუდენტი იხდის ხელახალი რეგისტრაციის თანხას (reregistration fee = registration fee). ამასთანავე იხდის წინა წლების დავალიანებას, თუ ასეთი გააჩნდა ACCA-ს გლაზგოს ოფისთან რეგისტრაციის გაუქმებისას.
გამოცდაზე დარეგისტრირება (გამოცდაზე გასვლის განაცხადის გაგზავნა)
11. გამოცდაზე დარეგისტრირება ხდება სტუდენტის პირადი ანგარიშიდან. გამოცდებს მკაცრი დედლაინი გააჩნია. ყოველი სტუდენტი გამოცდების დედლაინამდე (დედლაინი გამოცხადებული იქნება ACCA-ს საიტზე: (www.accaglobal.com) უნდა დარეგისტრირდეს სასურველი წიგნის გამოცდაზე da paralelurad gadaixados gamocdis gadasaxadi (www.accaglobal.com - MYACCA - Exam entry and results).
გამოცდაზე დარეგისტრირების ვადები (early, standard and late ) და დედლაინი გამოცხადებული იქნება საიტზე. გამოცდაზე განაცხადის გაკეთების შემდეგ, დედლაინამდე, შესაძლებელია გამოცდის განაცხადის გაუქმება ან შეცვლა: www.accaglobal.com - MYACCA - Exam entry and results - amend entry. დედლაინის შემდეგ, გამოცდის გადასახადი უკვე ყველა შემთხვევაში სტუდენტის გადასახდელია (მიუხედავად იმისა, გავა თუ არა იგი გამოცდაზე) (ყურადღებით გაეცანით გამოცდის დედლაინებს).
წიგნების ჩათვლა (exemption)
12. სტუდენტმა შესაძლოა მიიღოს წიგნის ჩათვლა (exemption). ჩათვლა ფასიანია. სტუდენტს შეუძლია გააუქმოს მიღებული ჩათვლა, მან ამის შესახებ უნდა განაცხადოს დადგენილ ვადებში. ჩათვლა გულისხმობს, რომ სტუდენტი თავისუფლდება ამ წიგნის გამოცდაზე გასვლისაგან.
გეკუთვნით თუ არა რომელიმე წიგნის ჩათვლა იხილეთ შემდეგ ლინკზე:
https://portal.accaglobal.com/accrweb/faces/page/public/accreditations/enquiry/main/EnqInstitutionsTable.jspx
ix. Exemption Userguide.
წიგნების ჩათვლა ასევე შესაძლებელია ბაფის სერთიფიკატების საფუძველზე.
იხილეთ ლინკი: http://www.accaglobal.com/ukraine/events/events_archive/2008/31281 ჩათვლის (exemption)) თანხები:
I ეტაპის წიგნების ჩათვლის საფასური: 57 GPB
II ეტაპის წიგნების ჩათვლის საფასური: 72 GPB
13. გადასახადების რეგულირება
(ქვემოთ მოცემულია ის თანხები, რომელიც უნდა გადაიხადოს სტუდენტმა პროგრამაში დარეგისტრირების შემდგომ მთელი პერიოდის განმავლობაში, სანამ არ გააუქმებს რეგისტრაციას):
რეგისტრაციის თანხა: 72 GPB (იხდება ერთჯერადად, მხოლოდ დარეგისტრირებისას)
საწევრო თანხა: 72 GPB (იხდება დარეგისტრირების შემდგომ, წელიწადში ერთხელ. გადახდის ვადა: ყოველი წლის იანვარი)
გამოცდების თანხები:
I ეტაპის წიგნების გამოცდების საფასური: early, standard and late (Rirebuleba ixileT vebgverdze)
II ეტაპის წიგნების გამოცდების საფასური: early, standard and late (Rirebuleba ixileT vebgverdze)
III ეტაპის წიგნების გამოცდების საფასური: early, standard and late (Rirebuleba ixileT vebgverdze)
ინსტიტუტის ლექციებზე ჩაწერილი სტუდენტები ასევე იხდიან ქვემოთ მითითებულ თანხებს:
სწავლის საფასური: 410 ლარი (ეს არის ერთი წიგნის სწავლის საფასური ერთი სემესტრის განმავლობაში)
მომსახურების საფასური: 42 ლარი (ეს არის სემესტრული მომსახურების თანხა. იხდება ყოველ სემესტრში ერთხელ)
წიგნის საფასური: ± 50 ლარი (წიგნების მომზადების ნებართვა გაიცემა მხოლოდ სტუდენტებზე, რომლებსაც გადახდილი ექნებათ მომსახურების თანხა ან ლექციის საფასური).
ინფორმაციის გაცვლა
14. ინსტიტუტის ლექციებზე ჩაწერის მსურველმა სტუდენტმა დარეკოს საკონტაქტო ტელეფონებზე (2 35 67 56/2 35 01 57) და წარმოადგინოს დარეგისტრირების დამადასტურებელი საბუთები მისამართზე წერეთლის 61 (სწავლის დაწყებამდე).
15. სტუდენტსა და ბაფს შორის ურთიერთობა ხდება ძირითადად ჩვენი საიტისა და ელფოსტის მეშვეობით.
გთხოვთ, ყოველი ჩვენი წერილობითი შეტყობინების მიღებისას გამოგვიგზავნოთ თქვენი სრული პასუხი (მიუხედავად იმისა უარყოფითია თუ დადებითი). საკონტაქტო მონაცემების (სახელი და გვარი, მობილური, სახლის ტელეფონი, ელფოსტის მისამართი) შეცვლისას, აუცილებლად შეგვატყობინეთ ან ტელეფონით ან ელფოსტაზე.
ყველა ეს ინფორმაცია ეტაპების მიხედვით მოახლოებულ ვადებში გამოტანილი იქნება საიტზე მიმდინარე მოვლენებში. ამიტომ, სისტემატიურად უნდა გაეცნოთ საიტზე გამოტანილ ინფორმაციას, რათა არ გამოგრჩეთ ვადები.
.
|