|
საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ბაფი) არის რეგისტრირებული კავშირი (არასამთავრობო, არაკომერციული საზოგადოებრივი ორგანიზაცია). იგი შეიქმნა 1998 წლის აპრილში ბუღალტერთა კლუბისა და ბუღალტერთა ასოციაციის გაერთიანების შედეგად. ბაფი ითვლება საქართველოს ბუღალტერთა კლუბის (დაფუძნდა 1996 წლის 17 დეკემბერს) სამართალმემკვიდრედ.
ფედერაციის წევრები არიან იურიდიული და ფიზიკური პირები. ბაფ-ს, 2009 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, ჰყავს 16 კორპორაციული (იურიდიული პირი) წევრი და 4.980 წევრი ფიზიკური პირი.
ბაფი “ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიასთან ერთად, მონაწილეობს კერძო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის რეგულირებაში.
ბაფი არის ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილი წევრი 2000 წლიდან. ბაფ-ის ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით, 1998-2010 წლებში:
მიღებულ იქნა კანონი ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ;
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები აღიარებულ იქნა საქართველოს ეროვნულ სტანდარტებად;
პერიოდულად, ითარგმნებოდა და გამოიცემოდა ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები და მათი პრაქტიკაში გამოყენებისათვის საჭირო ლიტერატურა;
დაკანონდა პროფესიული თვითრეგულირება;
ჩამოყალიბდა ბუღალტერთა გადამზადებისა და განგრძობითი სწავლების სისტემა და დამკვიდრდა ბუღალტერთა პროფესიული სერტიფიცირება;
დაფუძნდა შპს პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი, რითაც შესაძლებელი გახდა პროფესიული მომზადებისა და პროფესიული სერტიფიცირების პროცესების სრული გამიჯვნა;
პროფესიული სერტიფიცირებისა და პროფესიის რეგულირების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობის მისაღწევად ჩატარდა 4 საერთაშორისო და 3 რეგიონალური კონფერენცია;
შესაძლებელი გახდა ბაფის აღიარება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მაშტაბით: კერძოდ:
_ ბაფის პროფესიონალი ბუღალტრის სერტიფიკატი აღიარებულ იქნა აუდიტორისათვის საკმარის კვალიფიკაციად;
_ პროფესიული სერტიფიცირების ქართულენოვანმა (AССA - ის ადაპტირებულმა) პროგრამ მიიღო აკრედიტაცია ბრიტანეთის სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ინსტიტუტის (AССA ) მიერ, 1-9 წიგნებში.
ბაფი დღემდე რჩება ერთადერთ პროფესიულ ორგანიზაციად, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო სტრუქტურებთან, ბუღალტრული აღრიცხვის კომისიასთან და აუდიტორული საქმიანობის საბჭოსთან, პროფესიის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში. კერძოდ, ბაფში მომზადდა ან ითარგმნა შემდეგი ნორმატიული აქტების პროექტები:
1. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები 1998 და 2000 წლების რედაქციით; ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის სტრუქტურა _ 1999 წელი;
2. კომერციული ბანკების ანგარიშთა გეგმა და მისი გამოყენების ინსტრუქცია _2000 წლის 6 ნოემბერი;
3. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის სტრუქტურა _2002 წლის 23 დეკემბერი;
4. მცირე საწარმოთა ბუღალტრული აღრიცხვის გამარტივებული (დროებითი) სტანდარტი და ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის სტრუქტურა – 2005 წლის 5 აპრილი;
5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტი და ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის სტრუქტურა;
6. ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და ინტერპრეტაციების ჩათვლით, 2004, 2007 და 2009 წლის რედაქციით;
7. აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები 2000 და 2004 წლების რედაქციით;
8. ითარგმნა და ვებგვერდზე განთავსდა აუდიტორული საქმიანობის ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტი;9. ითარგმნა და უახლოეს პერიოდში ვებგვერდზე განთავსდება მცირე და საშუალო საწარმოთა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი;
10. მომზადდა და ვებგვერდზე განთავსდა ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კნონის პროექტი (სამუშაო ვარიანტი). . . . . . . .
|